For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი).

კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)

სოფელი
კისისხევი

სოფლის ხედი მდინარე კისისხევიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი კისისხევი
კოორდინატები 41°53′52″ ჩ. გ. 45°32′37″ ა. გ. / 41.89778° ჩ. გ. 45.54361° ა. გ. / 41.89778; 45.54361
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1916[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი) — კახეთის მხარე
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი) — თელავის მუნიციპალიტეტი
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)

კისისხევისოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 600 მეტრი, თელავიდან 5 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1916 ადამიანი. სოფელში VI-VII საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიაა.

სოფელი მდინარე კისისხევის გაყოლებაზე მცხოვრებთა ერთგვარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ძვ. წ. III საუკუნეში, როდესაც „ხევი“ წარმოადგენდა რეალურ ისტორიულ გეოგრაფიულ ერთეულს, კისისხევიც ასეთ ერთეულად განიხილებოდა.

კისისხევი VIII საუკუნემდე კახეთ-ჰერეთის სამთავროს წარმოქმნამდე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში. ეს პერიოდი წინაქრისტიანულ და ადრინდელ ქრისტიანულ ხანებს მოიცავს. ამის დამადასტურებელია სოფელში აღმოჩენილი ადრინდელი შუა საუკუნეების სამარხები. საფიქრებელია, რომ კისისხევი და მისი შემოგარენი კახეთში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრსაც კი წარმოადგენდა.

კისისხევს კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების შემდეგაც არ დაუკარგავს ამ ხეობის ცენტრის მნიშვნელობა. მაგრამ ამჟამად იგი ადმინსტრაციულად კახეთის ქორეპისკოპოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდა. კისისხევი და საერთოდ მდინარე კისისხევის ხეობის დიდი ნაწილი, კახეთის და შემდეგ კახეთ-ჰერეთის სამეფოს არსებობის პირობებში, უშუალოდ კახეთის ქორეპისკოპოსის გამგებლობაში არსებული სამონასტრო მიწების რიცხვში შედიოდა და საქართველოს პოლიტიკური გართიანების შემდეგ, XI საუკუნიდან საეკლესიო ტერიტორიად განიხილებოდა. ამ დროიდან კისისხევი სვეტიცხოვლის მონასტრის მამულების შემადგენლობაშია. XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისისათვის, თამარ მეფისთვის არასურველი მიქაელ კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა მის ნაცვლად საეკლესიო და პოლიტიკურ ასპარეზს დაუბრუნა მწინგობართუხუცესი ანტონ გნოლისთავისძე, რასაც სხვა მამულებთან ერთად, კისისხევიც უბოძა.

ერთიანობის ხანაში კისისხეხვი მცხეთის კათალიკოსის სახასო სოფელია. ძირითადად ასეთად რჩება იგი საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის შედეგადაც. თუმცა, XVI საუკუნიდან კახეთის სამეფოში, სვეტიცხოვლის კუთვნილ მიწებზე, აშკარად იწყება კახეთში მდებარე მონასტრებისა თუ კახელ ფეოდალთა შეტევა. ამავე ხანებში მოხდა კისისხევისა და მისი შემოგარენის ჭერმის საეპისკოპოსოს ფარგლებში მოქცევა. სოფლის ყმა-მამულზე წილი დაიდო ჭერმის ეპისკოპოსმა, რის მოურავიც განაგებდა კისისხევში მის კუთვნილ მამულებს.

ჭერმის დაქვეითებასა და სამეურნეო დაცემასთან ერთად მეფე თეიმურაზ II-მ 1757 წელს გააუქმა ჭერემის საეპისკოპოსო, ხოლო ჭერემლის განკარგულებაში არსებული მამულები ალავერდელ, ბოდბელ და ნინოწმინდელ ეპისკოპოსებს გაუნაწილდათ. ამ ხანებიდან კისისხევი ალავერდელი ეპისკოპოსის ხელში გადავიდა. ამავდროულად, კისისხევის ყმა-მამულის ერთი ნაწილი, იმთავითვე, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერისთვის ყოფილა შეწირული. ამ მამულებს „ქრისტეს საფლავის მიწებს“, ხოლო მთაზე მოსახლე გლეხებს „ქრისტეს საფლავის ყმებს“ უწოდებდნენ. ასეთად რჩებოდა ეს ტერიტორიები XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიც. მცირე ყმა-მამული კისისხევში - ალავერდელს, კახაბრიშვილებს, კახეთის სამეფოს მდივნებსაც ეკუთვნოდათ.

სოფელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ამ ხეობის, ასევე მთელი კახეთის სათავდაცვო სისტემაში, განასაკუთრებით, საქართველოს პოლიტიკური დაშლილობისა და მძიმე, საგარეო ვითარების პირობებში. სოფლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის IV სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, კისისხევი ტფილისის გუბერნიიის თელავის მაზრაში შედიოდა.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2223[2]
2014 1916[1]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კისისხევი (თელავის მუნიციპალიტეტი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?