For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გულგულა.

გულგულა

სოფელი
გულგულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი გულგულა
კოორდინატები 41°58′00″ ჩ. გ. 45°28′40″ ა. გ. / 41.96667° ჩ. გ. 45.47778° ა. გ. / 41.96667; 45.47778
ცენტრის სიმაღლე 425
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1108[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გულგულა — საქართველო
გულგულა
გულგულა — კახეთის მხარე
გულგულა
გულგულა — თელავის მუნიციპალიტეტი
გულგულა

გულგულასოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გულგულა).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 425 მ-ზე, თელავიდან დაშორებულია 6 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 108 ადამიანი.

სოფლის ტერიტორია დასახლებული იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან, რასაც ადასტურებს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ე. წ. ოლიების ტყეში გამოვლენილი სამაროვანი, რომელიც გაითხარა 1956-1972 წლებში. 29 ორმოსამარხში აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის სიმრავლე მიანიშნებს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო მეთუნეობა უნდა ყოფილიყო. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე. წ. სათვალისწყალზე გაითხარა 20 ორმოსამარხი, რომლებიც არქეოლოგიური მასალის ზოგიერთი თავისებურებით რამდენადმე ადრეული ჩანს.

გეოგრაფიულ პუნქტ გულგულას იხსენიებს „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“, რომლის მიხედვით, ზოგიერთი მოსაზრებით, ამ ადგილს ადრე ტყე-ტბა ერქვა. ტყე-ტბა ჰერეთისა და კახეთის სასაზღვრო ადგილზე მდებარეობდა.

1906 წლის 8 იანვარს სოფელში დაარსდა კომუნა, რომელიც ლევ ტოლსტოის იდეების მიმდევარმა ივანე კოლელიშვილმა დააარსა. მასში 190-დან 70 ოჯახი გაწევრიანდა, თუმცა მალე კომუნის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 100-120 კომლამდე. 1906 წლის 7 ოქტომბერს მთავრობამ კომუნა დაშლილად გამოაცხადა, მისი ხელმძღვანელი კოლელიშვილი კი დააპატიმრა და გადასახლება მიუსაჯა.[2]

სოფელში შემორჩენილია სხვადასხვა დროის არქიტექტურული ძეგლები: დიმიაანთ კოშკი (XVIII ს.), გვიანდელი შუა საუკუნეების კვირაცხოვლისა და ყველაწმიდის (განახლებულია XIX ს-ში) ეკლესიები, წმ. გიორგის ეკლესია (XVIII–XIX სს.).

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1252[3]
2014 1108[1]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. ხვადაგიანი ი. „ სოფელ გულგულას კომუნა“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 22-35 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7
  3. 2002 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-07-27.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გულგულა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?