For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კურდღელაური.

კურდღელაური

სოფელი
კურდღელაური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
თემი კურდღელაური
კოორდინატები 41°55′55″ ჩ. გ. 45°29′45″ ა. გ. / 41.93194° ჩ. გ. 45.49583° ა. გ. / 41.93194; 45.49583
ცენტრის სიმაღლე 530
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3962[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,1 %
სომხები 0,5 %
ქისტები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კურდღელაური — საქართველო
კურდღელაური
კურდღელაური — კახეთის მხარე
კურდღელაური
კურდღელაური — თელავის მუნიციპალიტეტი
კურდღელაური

კურდღელაურისოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 530 მეტრი, თელავიდან 3 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3962 ადამიანი. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების ძეგლი - ღვთისმშობლის ეკლესია.

სოფელს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, თავდაპირველად იგი სამხრეთით, დაბლა, მდინარე ალაზნის მახლობლად ყოფილა განლაგებული, მაგრამ მტერთა შემოსევების გამო, გასახლება იძულებული გამხდარა უფრო მაღლა, ჩრდილოეთით, თელავის ახლოს დასახლებულიყო. მეორე თქმულება ამჟამინდელი სოფლის პირველი დასახლების ადგილმდებარეობად სოფელ გულგულის მოპირდაპირე მხარეს, ფოხორაულად წოდებულ ადგილზე მიგვითითებს, რომელსაც ადრე ბოხვერაული ან ფოხვერაული რქმევია. შესაძლოა ამ თქმულებას მხარს უმაგრებდეს აქ 1956 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი, გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარი. ლეგენდის თანახმად ამ ახალ ადგილსამყოფლის სანახები კურდღლებით ყოფილა სავსე. ამიტომ ამ ადგილზე მაცხოვრებლებს კურდღელაურლებლად მოიხსენიებდნენ. სოფლის ამჟამინდელი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.

კურდღელაურის მოსახლეობა მონაწილეობდა ზოგადად ქვეყანაში და საკუთრივ კახეთში მიმდინარე მოვლენებში. 1903 წლის 3 აპრილს მათ სოფელში გამართეს არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო გლეხების ყრილობა, რომელსაც ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლებიც გლეხებმა თავიანთი მოთხოვნილება წაუყენეს მემამულეებს და ქვეყნისგლეხებმა თავიანთი მოთხოვნილება წაუყენეს მემამულეებს და ქვეყნის მმართველებსაც. მოთხოვნები ითვალისწინებდა: დროებით ვალდებული გლეხების გათავისუფლებას, მიწის, ტყისა და საძოვრის საერთო საკუთრებაში გადაცემას, საყოველთაო, უფასო სწავლებას, სასამართლო საქმეების ქართულ ენაზე წარმოებას, საყოველთაო თანასწორ არჩევნებს და სხვა. მოთხოვნებზე გლეხებმა ძალით მოაწერინეს ხელი მემამულეებს 27 აპრილს, სოფელში, თელავიდან ჩამოვიდა მაზრის უფროსი და დამსჯელი ღონისძიებების გატარებით დაემუქრა გლეხობას, მაგრამ მღელვარების შეწყვეტა ვერ მოახერხა.

კურდღელაური ამჟამადაც ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია თელავის მუნიციპალიტეტში. გარდა იმისა, რომ მას ვრცელი ტერიტორია უკავია, მოსახლეობის რაოდენობითაც ერთ-ერთი დიდია, სოფელში განთავსებულია 2 აეროპორტი: ერთი — სამოქალაქო, მეორე — სამხედრო დანიშნულებისა. ფუნქციონირებს 110 წლის ისტორიის მქონე საჯარო სკოლა. ასევე ღვინის ქარხანა „თელავის ღვინის მარანი“. სხვადასხვა წესით დამზადებული აქაური ღვინოები (დაჯილდოებულია მრავალგზის) იყიდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 4202[2]
2014 3962[1]
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კურდღელაური
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?