For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბახუტაანთ ეკლესიის კომპლექსი.

ბახუტაანთ ეკლესიის კომპლექსი

ბახუტაანთ ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ კისისხევიის სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის ეკლესიის სწორკუთხა ნაგებობები და სამრეკლო, რომლებსაც გარშემოუყვება დაბალი გალავანი.

ეკლესია დარბაზულია (8,6 X 5,8 მ) ძირითადად აგებულია წვრილი რიყის ქვით. ერთადერთი შესასვლელი შენობას დასავლეთიდან აქვს. კარი შიგინდან და გარედან თარაზულადაა გადახურული აღმოსავლეთით ღრმა აფსიდია, რასაც გვერდები ოდნავ მომრგვალებული, აღმოსავლეთ კედელი კი, თითქმის სწორი აქვს. აღმოსავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია ზემოთკენ შევიწროებული, ბრტყლად გადახურული სარკმელი. მსგავსი თითო სარკმელი შენობის დანარჩენ კედლებშიცაა. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით გეგმით ნახევარწრიული, ნახევარწრიული თაღით დასრულებული ნიშაა. სამხრეთით სწორკუთხაა. გრძივ კედელბზე თითო პილასტრია, რომლებზეც მათ ორ, არათანაბარ ნაწილად ყოფს. პილასტრებზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღი, რომელსაც მომრგვალებული წვერი და თითქმის სწორი გვერდები აქვს. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც და კამარაც.

ეკლესიის ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. მისი ქვედა საფეხური კუთხით შვერილი აგურების ერთ რიგით, ეგრეთ წოდებული ხერძულა წყობითააა გამოყვანილი, დანარჩენ ორი კი, ჩვეულებრივად დაწყობილი აგურით, სახურავი ორფერდაა, დაბურულია ღარისებრი კრამიტით. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხესთან, 0,3 მეტრზე დგას აგურით ნაგები, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ოდნავ წაგრძელებული ნაგებობა რითიც ოთხივე მხარეს ნახევარ წრიული თაღითაა გახსნილი. თაღები დაყრდნობილია კუთხეებში მდგომ კვადრატულ კვეთის ბოძებზე. ამჟამად ოთხივე თაღის დიდი ნაწილი და გადახურვა ჩამოშლილია სავარაუდოდ, იგი გუმბათოვანი კამარით იყო გადახურული. ჰქონდა თუ არა მას მეორე სართლი, ამაჟამად დაუდგენელია.

ეკლესიის სამხრეთით, ორიოდე მილის მოშორებით, დგას გეგმით კვადრატული. ორსართულიანი სამრეკლო რითც პირველი სართული რიყის ქვითაა ნაშენი. მეორე აგურით, პირველი სართული გეგმით რვაწახნაგიანია. ამ სართულზე მომცრო სამოცველოა. შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან მშვილდისებრი თაღითა გადახურლი, თაღის მალი ღიობზე რამდენადმე განიერია, რის გამოც მისი ქუსლების დონეზე მცირე საფეხური ქიმნება შიგნიდან შესასვლელი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით სამწახნაგა საკურთხეველია. რითც დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფილია მოკლე მხრებით, საკურთხევლის აღმოსავლეთ წახნაგის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხაა სარკმელი თითო. მსგავსი სარკმელი სამივე ღერძული წახნაგის ცენტრშია. სართული გადახურულია დადაბლებული პროპორციების მქონე, გუმბათოვანი კამარით. მეორე სართული შიგნიდან და გარედან ექვსწახნაგაა. ექვსივე წახნაგებში მოწყობილია ნახევარწრიული თაღით გადახურული, განიერი, მაღალი ღიობი, შიგნით სამრეკლო გუმბათოვანი კამარითაა გადახურული, ხოლო გარედან აგურის, პირამიდული ფორმის სახურავით. გალავანი რიყის ქვითაა ნაშენი. შემორჩენილია დაახლოებით 1 მეტრის სიღლეზე.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბახუტაანთ ეკლესიის კომპლექსი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?