For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დელისი.

დელისი

დელისი — დასახლებული უბანი თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საბურთალოს რაიონში. განლაგებულია ვაჟა-ფშაველას გამზირისა და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1979 წლიდან მოქმედებს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „დელისი“.

თავდაპირველი სახელი იყო „გდელისი“. ეს ტოპონიმი დადასტურებულია XVIII საუკუნის მოღვაწის იესე ოსეს ძის თხზულებასა და ვახუშტი ბატონიშვილის „პეტერბურგულ ატლასში“ (1745), სადაც №10 რუკაზე დატანილია მდ. ვერის მარცხენა მხარეს და მოიცავს ტერიტორიის მოზრდილ ნაწილს. სიტყვა „გდელისი“ ორი ცნებისაგან შედგება — „გდელი“ და „ლისი“. გდელი ძველ ქართულში გრძელის შესატყვისად იხმარებოდა, ხოლო ლისი დაჭაობებულ ფართობს ეწოდებოდა. გდელისის თავდაპირველი სახელწოდება „გდელი ლისი“ უნდა ყოფილიყო. შემდგომში ორი ერთნაირი მარცვლიდან ერთ-ერთი დაიკარგა და მივიღეთ გდელისი. გდელისი ცოცხალი ტოპონიმია XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში (ხუთვერსიანი რუკა, დ. დ. პაგირევი). XIX საუკუნის ბოლოს მდ. ვერის ხეობის ნაწილში და ლისის ტბის მიდამოებში გაჩნდა აზერბაიჯანული მოსახლეობა. სავარაუდოა, რომ ამ მოსახლეობის ენობრივი თავისებურებების გამო სიტყვაში „გდელისი“ დაიკარგა თავკიდური ბგერა „გ“ და მივიღეთ ტოპონიმი „დელისი“.

დელისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითური ხანის (ძვ. წ. V ათასწლელის II ნახევარი – IV ათასწლეულის დასაწყისი) ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის არქეოლოგიური ძეგლი. გათხრები მიმდინარეობდა 1972, 1976–78 წლებში (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი). გამოვლენილია ოთხკუთხა და წრიული ნაგებობანი. აღმოჩენილია თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები, ბაზალტის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ირმის რქის ნაწილი. ძეგლის მასალას საერთო აქვს, ერთი მხრით, ქვემო ქართლისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გავრცელებულ ე. წ. შულავერ-შომუთეფეს კულტურასთან, ხოლო, მეორე მხრით — ზემო იმერეთის თანადროულ ძეგლებთან. კერამიკის მცირე ნაწილი კი მტკვარ-არაქსის კულტურულ იერს ატარებს. დელისის ძველი მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მეთუნეობას, ქვის წარმოებას, მესაქონლეობას. ოსტეოლოგიური მასალის მიხედვით, ძირითადად მოშენებული ჰყოლიათ მსხვილი რქოსანი საქონელი, აგრეთვე ღორი, ცხვარი და თხა. აქ აღმოჩენილი სპილენძ-ბრინჯაოს ნივთები ადგილობრივი წარმოებისაა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს რეგიონი ბრინჯაოს დამზადების ერთ-ერთი უძველესი კერა ყოფილა.

  • აბრამიშვილი რ., მეგრელაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • მეგრელაძე დ., თბილისის ტოპონიმიკიდან (დელისი), კრ.: ვახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი–300, თბ., 1997;
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 30.
  • აბრამიშვილი რ., დელისის ნასახლარი, წგ.: თბილისი. არქეოლოგიური ძეგლები, I, თბ., 1978;
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დელისი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?