For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ერევნის რესპუბლიკური სტადიონი.

ერევნის რესპუბლიკური სტადიონი

ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
სრული სახელი ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი
წინა სახელები დინამო (1935–1999)
მდებარეობა ერევანი, სომხეთი
კოორდინატები 40°10′19″ ჩ. გ. 44°31′33″ ა. გ. / 40.17194° ჩ. გ. 44.52583° ა. გ. / 40.17194; 44.52583
აშენდა 1933-1935
გაიხსნა 1935
აღდგა 1953,[1][2] 1999, 2008
მესაკუთრე „Vazgen Sargsyan Republican Stadium" CJS Company“
ოპერატორი სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია
საფარი ბუნებრივი
არქიტექტორი კორიუნ ჰაკობიანი
ტევადობა 14 403
გუნდები

სომხეთის ნაკრები (1999-)

ერევნის ულისესი (2014-)

ერევნის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Երևանի հանրապետական մարզադաշտ) აგრეთვე ცნობილი როგორც ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Վազգեն Սարգսյանի անվան Հանրապետական մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც მდებარეობს ვარდანცის ქუჩის 65 ნომერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. სტადიონი აშენდა 1933-1935 წლებში და 1935 წელს გაიხსნა დინამოს სტადიონის[3] სახელით. პირველად სტადიონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1953 წელს განაახლეს. სომხეთის ეროვნული ნაკრები ამ სტადიონზე მართავს საშინაო შეხვედრებს. სტადიონის ტევადობა 14 403 ადგილია[4].

ისტორია

სტადიონი 1935 წელს საბჭოთა მმართველობისას გაიხსნა და თავდაპირველად დინამოს სტადიონი ეწოდებოდა, 1999 წელს სრული განახლების შემდეგ რესპუბლიკური სტადიონი ეწოდა, ოდნავ მოგვიანებით კი 1999 წლის 28 დეკემბერს[5] ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი, სომხეთის ყოფილი თავდაცვისა და პრემიერ მინისტრ ვაზგენ სარქისიანის პატივსაცემად, რომელიც 1999 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს პარლამენტში განხორციელებული ტერაქტის დროს.

სტადიონი პირველად 1953 წელს განახლდა, სრული განახლება კი 1995 წელს დაიწყო, ფინანსური პრობლემების გამო სამუშაოები მხოლოდ 1999 წელს დასრულდა, ჯამში დახარჯულმა თანხის ოდენობამ $3 მილიონს მიაღწია. ბოლოს სტადიონი 2008 წელს ებრაულმა კომპანია Green Diversified Ltd-მ განაახლა, შეიცვალა მოედნის საფარი, გარემონტდა VIP ლოჟები და დამონტაჟდა თანამედროვე დაცვის სისტემა. შედეგად სტადიონი აკმაყოფილებს UEFA-ს სტანდარტებს[6], შესრულებული სამუშაოების გამი სტადიონის ტევადობა 14 968-დან 14 403-მდე შემცირდა.

ამჟამად რესპუბლიკური სტადიონის გამოყენების უფლება სომხურ კლუბ „ულისესს“ აქვს, აქვე თამაშობს სომხეთის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს.

სარეკორდო დასწრებები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (სომხური) ՄԱՐԶԱԴԱՇՏ. ՎԱԶԳԵՆ ՍԱՐԳՍՅԱՆԻ ԱՆՎԱՆ ՀԱՆՐԱՊԵՏԱԿԱՆ ՄԱՐԶԱԴԱՇՏԸ დაარქივებული 2018-10-08 საიტზე Wayback Machine.
  2. (სომხური) ԵՐԵՎԱՆԻ ՄԱՐԶԱԿԱՆ ԿԱՌՈՒՅՑՆԵՐԸ
  3. The beginnings of Armenian football
  4. FFA official website
  5. „Parliament Shooting Victims Commemorated“. Asbarez. 28 December 1999. ციტირების თარიღი: 6 April 2013.
  6. Israeli company to repair the Republican STadium
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?