For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დასავლეთი გატები.

დასავლეთი გატები

დასავლეთი გატები
დასავლეთი გატები
დასავლეთი გატები
კოორდინატები: 10°10′ ჩ. გ. 77°04′ ა. გ. / 10.167° ჩ. გ. 77.067° ა. გ. / 10.167; 77.067
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
უმაღლესი წერტილი ანამუდი
სიმაღლე 2695 
სიგრძე 1600 კმ
სიგანე 100 კმ
დასავლეთი გატები — ინდოეთი
დასავლეთი გატები
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1342
ინგლ.რუს.ფრ.

დასავლეთი გატები, სახიადრი — ქედი ინდოეთში, ინდოსტანის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. დასავლეთი კალთა დეკანის ზეგნის ციცაბო ფლატეა, რომელიც საფეხურებად ეშვება არაბეთის ზღვისკენ. აღმოსავლეთი კალთა დამრეცი ვაკეებია, რომლებიც ინდოსტანის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებისაკენ ეშვებიან. ქედი იწყება გუჯარათისა და მაჰარაშტრის შტატების გასწვრივ, მდინარე ტაპტის სამხრეთით. გადაჭიმულია მაჰარაშტრის, გოას, კარნატაკის, ტამილნადუსა და კერალის შტატების ტერიტორიაზე, დაახლოებით 1600 კმ-ზე. ბოლო კანიაკუმარის სიხლოვესაა, ინდოსტანის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთი გატების ფართობის დაახლოებით 60% მოქცეულია კარნატაკის შტატში.

ფართობი 60 000 კმ². საშუალო სიმაღლეა 1200 მ. მაქსიმალური 2695 მ (მთა ანამუდი). დასავლეთ გატებზე გვხვდება ყვავილოვანი მცენარეების 5000-ზე მეტი სახეობა, გარდა ამისა ძუძუმწოვრების — 139, ფრინველების — 508 და ამფიბიების — 179 სახეობა. სახეობების უმეტესობა ენდემურია. ქედი შედის „ბიომრავალფეროვნების ცხელი ლაქები“-ს სიაში. 325 სახეობა გლობალური თვალსაზრისით გადაშენების პირას იმყოფება.[1]

დასავლეთი გატები არის დეკანის ზეგნის გამოშვერილი მხარე. მიჩნეულია, რომ ქედი ჩამოყალიბდა სუპერკონტინენტის გონდვანის დაშლის შედეგად, დაახლოებით 150 მლნ. წლის წინ. თუმცა, მაიამის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსების მიხედვით, ინდოეთის დასავლეთი სანაპირო ჩამოყალიბდა 100-80 მლნ. წლის წინ, მას შემდეგ, რაც იგი მადაგასკარს მოსწყდა. ხოლო დაშლის შედეგად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე წარმოიქმნა დაახლოებით 1000 მ სიმაღლის ფრიალო ამაღლებები.[2] ბაზალტი მთავარი ამგებელი ქანია, რომელიც 3 კმ-მდე სიღრმემდე ვრცელდება. ჩარნოკიტი, გრანიტული გნაისები, გრანულიტები და სხვ. ქანები აგრეთვე აგებენ დასავლეთი გატების მთებს. სამხრეთ ბორცვნალებში გაბატონებულია ლატერიტები და ბოქსიტები.

დაყოფილია განივი ტექტონიკური ხეობებით, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს მალაბარის სანაპიროსა და დეკანის ზეგანს. არის ტბები და წყალსაცავები. ინდოეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფია. მდინარეებიდან მნიშვნელოვანია: გოდავარი (სიგრძე 1465 კმ), კრიშნა (სიგრძე 1300 კმ) და კავერი (სიგრძე 760 კმ), რომლებიც უმეტესწილად აღმოსავლეთისაკენ მიედინებიან და ბენგალის ყურეს ერთვიან.

ჰავა სუბეკვატორული, მუსონურია. ზღვის დონიდან 1500-2000 მ-მდე ზომიერი კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 15 °C. ზოგიერთ რაიონში ყინვა ჩვეულებირვი მოვლენაა. წვიმიანი სეზონი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა. ატმოსფერული ნალექები ქარპირა კალთებზე 2000-5000 მმ, ქარზურგა კალთებზე 600-700 მმ წელიწადში.

ტყეებს უკავია 30%. დასავლეთი კალთების ძირში და ჩრდილოეთით შერეული ფოთოლმცივანი მარადმწვანე ტყეებია, სამხრეთით — მარადმწვანე ნოტიო ტროპიკული ტყეები; აღმოსავლეთ კალთებზე — მშრალი სავანა, სადაც ხარობს აკაცია და დელების პალმა. ფაუნის წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია: ვანდერუ, ორრქიანი კალაო და სხვ. არის ეროვნული პარკები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Myers, N., R.A. Mittermeier, C.G. Mittermeier, G.A.B. Da Fonseca, and J. Kent. (2000) “Biodiversity Hotspots for Conservation Priorities.” Nature 403:853–858, retrieved 6/1/2007 MYERS, N.
  2. Barron, E.J., Harrison, C.G.A., Sloan, J.L. II and Hay, W.W. (1981). „Paleogeography, 180 million years ago to the present“. Eclogae geologicae Helvetiae. 74 (2): 443–470.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დასავლეთი გატები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?