For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ენდემები.

ენდემები

ნარინჯისფერ-მლერდიანი სანბირდი სახლობს მხოლოდ ფინბოშში
ალპური ტრიტონი გავრცელებულია მხოლოდ ალპებში

ენდემები (ბერძ. ἔνδημος — ადგილობრივი) — მცენარეები ან ცხოველები, რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ან ოროგრაფიული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან. შეიძლება იყოს კავკასიის, ყირიმის, ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, საქართველოს, კავკასიონის, თბილისის მიდამოების ენდემები და ა. შ. ენდემური შეიძლება იყოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, გვარები, ოჯახები და სხვა სისტემატიკური ერთულები. მაგ. ახალი ზელანდიის ენდემების პირველხვლიკების (Prosauria) ქვეკლასი, სამხრეთ ამერიკის — ნანდუსნაირთა (Rheiformen) რიგი, სამხრეთ აფრიკის — ჟირაფისებრთა (Giraffidae) ოჯახი, შორეული აღმოსავლეთის ენოტისმსაგვსი ძაღლის (Nyctereures) გვარი, კავკასიონისა — აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra severtzovi). ზოგჯერ ენდემების არეალი ძალიან მცირეა. მაგ., კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus) მხოლოდ კავკასიონის მთამაღალზე გვხვდება; პრომეთეს მემინდვრის (Prometheomys schaposchikovi) — ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე და გურია-აჭარის ქედზე; ჩიმბორასოს კოლიბრი (Oreotrochilus chimboraso) — მხოლოდ ჩიმბორასოს პიკზე (სამხრეთ ამერიკა); მეგრული არყი (Betula megrelica) მხოლოდ სამეგრელოში იზრდება; ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pithyusa) — შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთიდან ანაპამდე; ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) — ეილარ-ოუღის მთაზე; ქართული ნუში (Amygdalus georgica) — ქართლსა და გარეკახეთში; გიგანტური სეკვოიადენდრონი (Sequoiadendron giganteum) — სიერანევადის დასავლეთ კალთებზე (კალიფორნია).

ენდემებით განსაკუთრებით მდიდარია ღრმა ტბები, მთიანი ქვეყნები, ოკეანის კუნძულები. საქართველო, როგორც მთიანი ქვეყანა, მდიდარია ენდემური სახეობებით. აქ აღრიცხული გვიმრანაირი და თესლოვანი მცენარეების 4100-მდე სახეობიდან 400-ზე მეტი ენდემურია. კავკასიაში გავრცელებული მცენარეთა 16-მდე ენდემური გვარიდან საქართველოსათვის აღნიშნულია Alboviodoxa, Charesia, Pseudovesicaria, Symphyoloma და სხვა გვარები. ენდემებით მდიდარია აგრეთვე გეოგრაფიულად და ეკოლოგიურად იზოლირებული ქვეყნები. ასეთია მაგ., ავსტრალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთგასავლიანების ჩანთოსანი ძუძუმწოვრების და ევკალიპტების მრავალი ენდემური სახეობა.

ცნობილია ენდემების 2 ჯგუფი: პალეოენდემები და ნეოენდემები. პირველს ეკუთვნის გიგანტური სეკვოიადენდრონის, პატერის და სხვა, ხოლო მეორე ჯიხვი და სხვა.

  • ჯანაშვილი ა., გაგნიძე რ., ქსე, ტ. 4, გვ. 151, თბ., 1979
  • Juan J. Morrone (1994). „On the Identification of Areas of Endemism“ (PDF). Systematic Biology. 43 (3): 438–441. doi:10.1093/sysbio/43.3.438.
  • CDL Orme, RG Davies, M Burgess, F Eigenbrod; et al. (18 August 2005). „Global hotspots of species richness are not congruent with endemism or threat“. Nature. 436 (7053): 1016–9. doi:10.1038/nature03850. PMID 16107848. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  • JT Kerr (October, 1997). „Species Richness, Endemism, and the Choice of Areas for Conservation“ (PDF). Conservation Biology. 11 (55): 1094–1100. doi:10.1046/j.1523-1739.1997.96089.x. JSTOR 2387391. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2017-08-09. ციტირების თარიღი: 2012-09-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ენდემები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?