ჰუკბალაჰაპის აჯანყება
ჰუკბალაჰაპის აჯანყება | |||||
---|---|---|---|---|---|
მეორე მსოფიო ომის და ცივი ომის ნაწილი | |||||
თარიღი | 1942 წლის 29 მარტი – 1954 წლის 17 მაისი | ||||
მდებარეობა | ცენტრალური ლუსონი, ფილიპინები | ||||
შედეგი | ფილიპინების მთავრობის გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
მეთაურები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
ჰუკბალაჰაპის აჯანყება ვიკისაწყობში |
ჰუკბალაჰაპის აჯანყება — ჰუკბალაჰაპის პროკომუნისტურად განწყობილი გლეხებისა და ყოფილი ჯარიკაცების ანტისამთავრობო აჯანყება. ჰუკბალაჰაპის შეიარაღებული ნაწილი 1946-1954 წლებში ფლობდა ფილიპინების კუნძულ ლუსონის ცენტრალურ ნაწილს. აჯანყებას ხელმძღვძღვანელობდა ლუის ტარუკი, ხოლო მისი მოადგილე იყო კასტრო ალეხანდრინო. 1950 წელს აჯანყებულებმა მიაღწიეს წარმატებებს, მაგრამ 1954 წელს, ერთი წლის წინ არჩეულმა პრეზიდენტმა რამონ მაგსაისმა აჯანყება ჩაახშო აშშ-ის სამხედრო ძალების დახმარებით.
კომუნისტური მიმდინარეობის შეიარაღებული მოძრაობა ლუსონში ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფილიპინები აშშ-ის კოლონია იყო. მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა 1942 წელს იაპონიის მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰუკბალაჰაპი აკონტროლებდა ლუსონის ძირითად ნაწილს, მაგრამ ქვეყანაში აშშ-ის ჯარის დაბრუნების შემდეგ იძლებულები გახდნენ თვითლიკვიდაცია გამოეხადებინათ და ემოქმედათ არალეგალურად.
1954 წელს თვითონ ტარუკი დანებდა და გამოვიდა ჯუნგლებიდან. მანამდე 1948 წელს კი გამოცხადდა აჯანყების მონაწილეთა ნაწილობრივი ამნისტია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kerkvliet, Benedict (1977). The Huk Rebellion: A Case Study of Peasant Revolt in the Philippines. London: University of California Press.
- Lachica, Eduardo (1971). The Huks: Philippine Agrarian Society in Revolt. New York: Preager Publishing.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Submarine Mystery: Arms For Rebels in the Philippines“. The Sydney Morning Herald. April 4, 1949. ციტირების თარიღი: July 23, 2014.
|
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.