For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხუანა ავსტრიელი.

ხუანა ავსტრიელი

ხუანა ავსტრიელი

ხუანა ავსტრიელი 1552-53 წლებში, შესრულებულია ალონსო სანჩეს კოელოს მიერ
დაბადების თარიღი 24 ივნისი 1535
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი 1573 (38 წლის)
ესკორიალი, ესპანეთი
წოდება პორტუგალიის პრინცესა, ესპანეთის ინფანტა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჟუან მანუელ პორტუგალიელი
შვილ(ებ)ი სებასტიან I ავისი, პორტუგალიის მეფე
მშობლები მამა: კარლ V ჰაბსბურგი, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ისაბელ პორტუგალიელი
ხელმოწერა

ხუანა ავსტრიელი (ესპ. Juana de Austria, პორტ. Joana de Austria; დ. 24 ივნისი 1535 — გ. 7 სექტემბერი 1573) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა და ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებიდან, პორტუგალიის პრინცესა ქორწინებით. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და მისი მეუღლის, ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა შვილი. პორტუგალიის მეფე სებასტიან I-ის დედა. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და და მისი რეგენტი 1554-1559 წლებში.

ხუანა დაიბადა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ისა და ისაბელ პორტუგალიელის ნაბოლარა შვილი. მას მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე I და კასტილიისა და არაგონის დედოფალი ხუანა I. ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე მანუელ I და დედოფალი მარია არაგონელი.

იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ესპანელის უმცროსი და. რვა წლის ასაკში ხუანას შეეძლო ლათინურად საუბარი და რამდენიმე საკრავზე დაკვრა. 1552 წლის 11 იანვარს, 17 წლის ხუანა მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს (დედის ხაზით), პორტუგალიის პრინც ჟუან მანუელ ავისს. ხუანა პორტუგალიის სამეფო სასახლეში 1552 წლის ნოემბერში ჩავიდა.

მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1554 წლის 2 იანვარს ჟუანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამ დროს ხუანა რვა თვის ორსული იყო. ამავე წლის 20 იანვარს მან პორტუგალიის მომავალი მეფე სებასტიანი გააჩინა.

1554 წლის მაისში მამისა და ძმის თხოვნით ხუანამ პატარა სებასტიანი თავის დედამთილს, პორტუგალიის დედოფალ ეკატერინე ავსტრიელს დაუტოვა და მადრიდში გაემგზავრა. ხუანა გახდა თავისი ძმის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის რეგენტი, რომელსაც ცოლად ჰყავდა ინგლისის დედოფალი მერი ტიუდორი და აუცილებლად ინგლისში უნდა გადაცხოვრებულიყო, ხოლო მის არ ყოფნაში ესპანეთი რეგენტს უნდა ემართა. ხუანამ რეგენტის მოვალეობებს თავი ბრწყინვალედ გაართვა. ხუანა მეორედ აღარ გათხოვდა და აღარც პორტუგალიაში აღარ ჩასულა. მას თავისი ვაჟი სულ ერთხელ ჰყავდა ნანახი და ისიც ჩვილობაში. თუმცა ხუანას სებასტიანის ყველა ასაკის პორტრეტი ჰქონდა და ხედავდა როგორ ჰგავდა ბიჭი მას და ამაყობდა ამით. 1559 წელს დაქვრივებული ფილიპე ესპანეთში ახალი მეუღლით დაბრუნდა და ხუანასაც რეგენტის ტიტული ჩამოერთვა.

1557 წელს მან მადრიდში დააარსა დედათა მონასტერი, სადაც ფეხსაცმლით შესვლა აკრძალული იყო. გამონაკლისი მხოლოდ ორსულებზე დაიშვებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ფეხშიშველს უნდა ევლოთ ან სპეციალური სანდლებით.

მონასტერი მალევე გახდა პოპულარული, იქ მალევე აღიკვეცა მონაზვნად მრავალი არისტოკრატი ქალბატონი. დღეს ეს მონასტერი ესპანეთის ეროვნული ძეგლია.

ხუანა ავსტრიელი გარდაიცვალა 1573 წლის 7 სექტემბერს, დაკრძალულია მისსავე დაარსებულ მონასტერში.

ამ გალერეაში წარმოდგენილია ხუანას ოჯახის წევრები:

  • Yanko, Aroní; Juana de Austria, Reina en la sombra; Barcelona, Editorial Belacqva, 2003.
  • Villacorta Baños, Antonio; La jesuita: Juana de Austria; Barcelona, Editorial Ariel, 2005.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხუანა ავსტრიელი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?