For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მარია ტერეზა ესპანელი (1882-1912).

მარია ტერეზა ესპანელი (1882-1912)

მარია ტერეზა ესპანელი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1882
მადრიდი, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 1912, (29 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ბავარიის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ფერდინანდ ბავარიელი
შვილ(ებ)ი ლუის ალფონსო
ხოსე ევგენი
მარია დე ლას მერსედესი
მარია დელ პილარი
მშობლები მამა: ალფონსო XII, ესპანეთის მეფე
დედა: მარია კრისტინა ავსტრიელი

მარია ტერეზა ესპანელი (ესპ. María Teresa de España; დ. 12 ნოემბერი, 1882 — გ. 23 სექტემბერი, 1912) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ისა და დედოფალ მარია კრისტინა ავსტრიელის შუათანა ასული. ბავარიის პრინცესა 1906-12 წლებში როგორც ფერდინანდ ბავარიელის მეუღლე.

მარია ტერეზა და მისი ქმარი, ფერდინანდ ბავარიელი 1910 წელს თავიანთ ვაჟ ლუის ალფონსოსთან ერთად

მარია ტერეზა დაიბადა 1882 წლის 12 ნოემბერს მადრიდის სამეფო სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია კრისტინა ავსტრიელის მეორე ქალიშვილი.

1906 წლის 12 იანვარს მადრიდის სამეფო სასახლეში მარია ტერეზა დაქორწინდა გერმანელ პრინც ფერდინანდ ბავარიელზე, რომელიც მარია ტერეზას მამიდაშვილი და ასევე ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის შვილიშვილი იყო. ამ ქორწინების შემდეგ ფერდინანდს ესპანეთის ინფანტის წოდება მიენიჭა და მარია ტერეზასთან ერთად ესპანეთის სამეფო კარზე დასახლდა, რის გამოც 1914 წელს მას ბავარიის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა.

დონა მარია ტერეზა ესპანელი გარდაიცვალა 1912 წლის 23 სექტემბერს, 29 წლის ასაკში, მადრიდში. მას თავისი მეოთხე მშობიარობის შემდეგ ებოლია შეეყარა და მანვე შეიწირა. მისმა ძმამ, მეფე ალფონსო XIII-მ იგი ესკორიალის სამეფო აკლდამაში დაკრძალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში მისი ქმარი ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა ესპანელ დიდგვაროვან ქალზე, მარია ლუისა დე სილვა ი ფერნანდესზე, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია.

  1. ლუის ალფონსო (1906-1983), ესპანეთის ინფანტი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  2. ხოსე ევგენი (1909-1966), ესპანეთის ინფანტი, ცოლად შეირთო მარია დე ლა ასუნსიონ სოლანხე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  3. მარია დე ლას მერსედესი (1911-1953), ცოლად გაჰყვა საქართველოს ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრე ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელთანაც შეეძინა მარიამ და ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელები;
  4. მარია დელ პილარი (1912-1918), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
  • Hof- und Staats-Handbuch der Österreichisch-Ungarischen Monarchie - 1912. Consultado el 6 de marzo de 2017.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მარია ტერეზა ესპანელი (1882-1912)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?