For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ქართული ტელეფილმი.

ქართული ტელეფილმი

კომპანია ქართული ტელეფილმი — ტელერადიო კორპორაციასთან არსებული ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა 1968 წელს. მანამდე, 50-იან წლებში შეიქმნა ტელეგადაცემების ფირზე გადამღები კინო ჯგუფი. აქედან იწყება ქართული სატელევიზიო კინემატოგრაფიის ისტორია. კინოჯგუფში შედიოდნენ რეჟისორები: მერაბ ჯალიაშვილი, გურამ პატარაია, კარლო ღლონტი, ალეკო ნინუა, დიმიტრი(დიმა) ბათიაშვილი; ოპერატორები: თენგიზ ლომიძე, იგორ ნაგორნი, გივი მელქაძე; რედაქტორები: შოთა სალუქვაძე, შოთა არჩვაძე და სხვა.

ფილმ-გადაცემებს მალე მოჰყვა პირველი სატელევიზიო მხატვრული დოკუმენტური და მუსიკალური ფილმები (სტუდიის დირექტორი ივლიტა მესხიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი რეზო ჩხეიძე, კინოწარმოების უფროსი ოთარ ტაბაღუა, მთავარი რედაქტორი დრამატურგი ა. ჭიჭინაძე; სხვადასხვა დროს სტუდიას ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: ილია რურუა, თეიმურაზ (თემო) ნაცვლიშვილი, ომარ გვასალია, დავით შალიკაშვილი, ზურაბ ინაშვილი, სტუდიის მთელი არსებობის მანძილზე დირექტორის უცვლელი მოადგილე იყო ოთარ ტაბაღუა). უკვე პირველსავე წლებში გამოიკვეთა სტუდიის მრავალმხრივი შემოქმედებითი პროფილი. აქვე 60-70 იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ქართული მოკლე მეტრაჟიანი ფილმის ტრადიციას. (იოსებ (სოსო) ჩხაიძე, ირაკლი კვირიკაძე, მიხეილ კობახიძე, ქართლოს ხოტივარი, ლერი სიხარულიძე, გელა კანდელაკი, რეზო ესაძე, ზაალ კაკაბაძე, ბიძინა რაჭველიშვილი, ლიანა ელიავა და სხვა).

70-იანი წლების ბოლოს ტელეფილმების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. სტუდიაში მოსული ახალი თაობის მიერ გადაღებულ ფილმებში აშკარა იყო თემატიკის ცვალებადობა, ეს იყო თამამი ფილმები, რომლებიც სხვა, აქამდე ჩვენთვის უცნობ სამყაროს გამოსახავდნენ, ამ პერიოდში სტუდიაში შეიცვალა ხელმძღვანელობაც. 1976 წლიდან სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მერაბ კოკოჩაშვილი. ხოლო მთავარი რედაქტორი იოსებ (სოსო) კორინთელი.

მხატვრულმა კინომ მაყურებლის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და მთავარი პრიზები დაიმსახურა პრესტიჟულ კინო-ფესიტვალებში (ადელაიდა, ობერჰაუზენი, კანი და სხვა). ფილმები: „დედის ხელი“, „ქორწილი“, „ქვევრი“, „სერენადა“, „ბზიანეთი“, „რეკორდი“, „უსასრულობა“, „წკიპურტები“, „პატარა მეგობრები“, „ლაზარეს თავგადასავალი“, „ორმო“, „წერილი ნაძვებს“, „არასერიოზული კაცი“, „სუფთა დაფა“, „ლაქა“, „თემო“ და სხვა.

ტელეფილმების ისტორიაში თვალსაჩინო მოვლენად იქცა იოსებ(სოსო) ჩხაიძის ნოვატორული სამსერიიანი მხატვრული ფილმი „თუში მეცხვარე“, რომელმაც, მის სხვა ფილმებთან ერთად, არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა სტუდიას.

განსაკუთრებულ შემოქმედებით სიმაღლეს მიაღწია სტუდიაში შექმნილმა დოკუმენტურმა კინომ. რეალობის ასახვის მრავალფეროვნებით გამოირჩევა მერაბ კოკოჩაშვილის, ლერი სიხარულიძის, დიმიტრი (დიმა) ბათიაშვილის, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის, ომარ გვასალიას, მიხო ბორაშვილისა და სხვათა ფილმები, რომლებშიც წარმოჩინდა დოკუმენტური მასალის დაფიქსირებისა და მხატვრული ფორმის ორიგინალურობა.

აღსანიშნავია გურამ პატარაიას ციკლი საქართველოს წარსულსა და ქართულ მატერიალურ-კულტურულ ძეგლებზე. სწორედ ამ ციკლის საფუძველზე შეიქმნა მერაბ კოკოჩაშვილის ხუთსერიიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს ისტორიულ წარსულზე „გზა“, რომელიც დოკუმენტური მასალის მხატვრული განზოგადების საუკეთესო ნიმუშია.

ტელეფილმების პროდუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუსიკალურ ფილმს და ახალ ჟანრს — კინობალეტს (ზაალ კაკაბაძის ფილმები „მწირი“, „პრომეთეოსი“ და სხვა)

90-იანი წლებიდან სტუდიაში ძირითადად ვიდეოფილმები იქმნება (ფილმები: „ოდეონი“, „ფლეშ-არტი“, „ვან-გოგის ყური“, „რე-ანიმაცია“, „საქართველოს ენერგია“ და სხვა.) 1997 კომპანია „ქართული ტელეფილმის“ ტელეფესტივალ „მანა-97-ის“ გრან-პრი მიენიჭა.

80-იან წლების ბოლოს კომპანიის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში სატელევიზიო ფილმების პირველ საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს საწმისს“, რომელიც ორჯერ — 1988 და 1990 წელს გაიმართა და ჩატარდა შავი ზღვის სანაოსნოს სამგზავრო თბომავალ „გრუზიაზე“.

სულ გადაღებულია 1500-მდე ტელეფილმი და საფონდო სიუჟეტი. აქედან 200-მდე ფილმი დაჯილდოებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის პრიზებით და დიპლომებით.

1994 წლიდან კომპანია „ქართული ტელეფილმი“-ს გენერალური დირექტორი იყო მანანა შევარდნაძე.

2006 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ადგილმონაცვლე კომპანია „ქართულმა ტელეფილმმა“ არსებობა შეწყვიტა.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ქართული ტელეფილმი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?