სემერხეტი
სემერხეტი — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი I დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა დაახლ. 9 წელი. აბიდოსის სიის მიხედვით სემსუ ეწოდება, ტურინის პაპირუსის მიხედვით - სემსემი, ხოლო მანეთონი მის ბერძნულ ვარიანტს გვთავაზობს და სემემპსესს უწოდებს.
არსებობს ეჭვები ამ ფარაონის ლეგეტიმურობასთნ დაკავშირებით. მის სამარხზე სხვა მმართველების სახელებია დაწერილი. მკვლევარების ნაწილს ის უზურპატორად მიაჩნაით. მანეთონის აზრით იგი ქვეყანას მართავდა 18 წელი. ფარაონ სემერხეტის მასტაბა მდებარეობს აბიდოსში, უმ-ელ-ქააბის მეფეთა სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.