პტოლემე V
პტოლემე V ეპიფანე (ბერძ. Πτολεμαῖος Ε' Ἐπιφανής) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 204-180 წწ. ტახტზე აიყვანეს მამამისის პტოლემე IV-ის მკვლელობის შემდეგ. შინაარეულობით ისარგებლეს სელევკიდებმა და მაკედონიამ და მიიტაცეს მისი სამფლობელოები მცირე აზიასა და ეგეოსის ზღვის აუზში. კელესირიის დაპყრობის შემდეგ ანტონი არ ცდილობდა თვით ეგვიპტეში მიახლოვებას. არ ამბობენ თუ ომი ორ სახელმწიფოს შორის როდის შეწყდა. ცნობილია მხოლოდ რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებით ანტიოქოსის ქალიშვილი კლეოპატრა დაინიშნა პტოლემეზე ტიტუს ლივიუსის ცნობებიდან ცნობილია რომ საუბარი შედგა ძვ. წ. 196. ანტიოქოსმა გამოაცხადა რომ მას უკვე მეგობრობა აქვს პტოლემესთან, ისინი შეთანხმდებიან იმაზე რომ მალე დანათესავდნენ. წინა წლებში ანტიოქოსმა დაიპყრო ზღვისპირა ქალაქები კილიკია და ლიკია. ძვ. წ. 196 წლის გაზაფხულზე მან შემოიერთა თავის სამეფოში თრაკიის რაიონი და გაპლაპაგოსის ნახევარკუნძული. რომელიც ადრე ეკუთვნოდა პტოლემეს. მან შედაგინა გეგმა რომელიც ბოლოს ჩაიშალა. კვიპროსის დაპყრობა ერთი დარტყმით. რაც უკვე აღარ ჰგავდა მეგობრულ კავშირს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 224.
|
|
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.