For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ორუხო.

ორუხო

ორუხოს ბოთლი.

ორუხო — ალკოჰოლური სასმელი , ყურძნის ჩენჩოს (ყურძნის დაჭყლეტის შემდეგ დარჩენი მყარი ნაწილი) დისტილაციით მიღებული ბრენდი ჩრდილოეთ ესპანეთში. ეს არის გამჭვირვალე სპირტი 50% -ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით. მისი სახელი მომდინარეობს გამოთქმიდან „aguardiente de orujo“ (ყურძნის ჩენჩოს სპირტი).

ეს სასმელი პოპულარულია ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, განსაკუთრებით გალისიაში, ასევე ასტურიაში, კასტილიასა და ლეონში და კანტაბრიაში (ძირითადად ლიებანას ხეობაში). მას ასევე უწოდებენ აუგარდენტეს ან აგუარდიენტეს (ცეცხლი წყალი) . [1] ზოგი ოჯახისათვის ორუხოს დამზადება ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომლებიც თავად აყენებენ ღვინოს თიხის პატარა ქვაბში და ამზადებენ ორუხოს დაწურული ყურძნის ნარჩენებისგან.[2] უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მრავალი მაღალი ხარისხის გამოხდილი ალკოჰოლური სასმელი გამოჩნდა, მათ შორის ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელებით. ასეთი სასმელი მიიღება ხარისხიანი ყურძნისგან და მზადდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და ანაცვლებს ტრადიციულ ხელნაკეთ სასმელს, რომელიც დღეს მხოლოდ პატარა სოფლებში არის ხელმისაწვდომი.

ორუხოს ძირითადი ინგრედიენტია ნარჩენები ღვინის წარმოებიდან. ყურძნის დაწურვის შემდეგ, ორუხოს ან ყურძნის ნარჩენები შეიძლება გამოყენებულ იქნას ამავე სახელწოდების ლიქიორის წარმოებისთვის. ყურძნის კანს, თესლებს და ყუნწებს ადუღებენ დახურულ ჭურჭელში, რომელსაც ეწოდება პოტა და შემდეგ გამოხდიან. ჭურჭელი, რომელშიც ამზადებენ ორუხოს ტრადიციულად დიდი სპილენძის ქვაბებია, რომლებსაც ათბობენ ღია ცეცხლზე, ხოლო პოტეირო (ორუხოს დისტილატორი) თვალს ადევნებს ხარშვის პროცესს. ალამბიკებში გამოხდის პროცესს ექვსი საათი ან მეტი სჭირდება. ფიქრობენ, რომ გალისიელების მიერ საუკუნეების განმავლობაში მეთოდი - სპილენძის ქვაბების გამოყენება, პირენეის ნახევარკუნძულზე არაბებმა შემოიტანეს, რაც, ფაქტობრივად, არასდროს ყოფილა იქამდე.

გამოხდით წარმოებული ორუხო უფერო ლიქიორია, ხოლო „ორუხო ენვეხესიდო“ ან „დაძველებული ორუხო“ არის ქარვისფერი. დაძველებული ჯიშის ფერმენტირება და გამოხდა ხდება იმავე გზით, მაგრამ შემდეგ მუხის კასრებში ასხამენ, ასაკით მინიმუმ ორი წლის დაძველებითაა.[3]

ჭიქა ორუხო დე იერბასი

ორუხო მზადდება პორტუგალიისა და ესპანეთის ჩრდილოეთით. ლიებანას და კანტაბრიას ოლქის მონასტრები შუასაუკუნეებიდან ამზადებენ ორუხოს.[4] ყოველ ნოემბერს, ქალაქ პოტესში იმართება „ორუხოს ფესტივალი“ , სადაც მიმდინარეობს დეგუსტაციები და შეჯიბრი. ჟიურის წევრები აჯილდოებენ საუკეთესო ჯგუფს. XVI საუკუნის შემდეგ გალისიელები თავიანთ ფერმებში ამზადებენ ორუხოს და ამაყობენ თავიანთი ალკოჰოლური სასმელით, თითოეული ოჯახი გულმოდგინედ იცავს საკუთარ საიდუმლო რეცეპტს. ამასთან, დღესდღეობით ორუხოსს 20 – ზე მეტი კომერციული მწარმოებელია [5] .

ორუხოს მსგავსი სხვა ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც ყურძნის ნარჩენებისგან მზადდება, გვხვდება სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში (marc), იტალიაში ( გრაპა ), გერმანიაში (tresterschnaps), პორტუგალიაში (bagaceira), უნგრეთში ( törkölypálinka ), რუმინეთშო ( rachiul de tescovina ), ხოლო ბულგარეთში, სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში, საბერძნეთში და კვიპროსში ეს არის რაკიას ადგილობრივი ვარიანტი. თავად გალისიაში მას ზოგჯერ ავგარდენტს, ხოლო დანარჩენ ესპანეთში აგუარდიენტს უწოდებენ.

ტერმინი ორუხო (გალიციურად „bagazo“) ზოგჯერ ასევე გამოიყენება, როგორც ყურძნის დაჭყლეტის შედეგად მიღებლი ნარჩენის სინონიმი (დისტილაციამდე).

  1. Caña in this sense has the same root as cognac, the root being the Lenga d'òc term for the chalky soil where the grapes were grown. But caña is also used in South America for the liquor, rum, made from the residue of pressed sugar cane.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-20. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
  3. https://www.spanish-food.org/drinks-licor-de-orujo.html
  4. https://www.spanish-wines.org/spanish-spirits-and-liquors-licor-de-orujo.html
  5. Homepage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-13. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ორუხო
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?