For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მაჰაბჰარატა.

მაჰაბჰარატა

კრუკშეტრას ომის ამსახველი ხელნაწერი

მაჰაბჰარატა (სანსკ. महाभारत mahābhārata „თქმულება დიდ ბჰარატებზე“) — ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. მისი აღმოცენების ხანად ითვლება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი. თანამედროვე სახე მიიღო ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში.

წერილობითი ფორმით ძვ. წ. 400 და ჩვ. წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაბჰარატა შეიცავს დაახლ. ასი ათას ორლექსეულს, რითაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.

მაჰაბჰარატა როგორც საგმირო, ასევე რელიგიურ-ფილოსოფიური ეპოსია. მის ავტორად მიჩნეულია ლეგენდარული პოეტი ვიასა, რომელსაც მაჰაბჰარატას შექმნა ღვთაება განეშამ შთააგონა.

პოემა შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათას ერთი ღამე, მისი მთავარი შინაარსი განვრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობითა და მოკლე ეპიზოდით.

მაჰაბჰარატა განიხილავს ინდუიზმის ყველა ძირითად თემას - არსებათა ყოფას, სიკვდილსა და ხელმეორედ დაბადებას, კარმასა და დჰარმას, აღწერს ბედნიერებასა და ტანჯვას, კეთილისა და ბოროტის ქმედების ნაყოფს, მსხვერპლშეწირვას და მის დანიშნულებას.

ბჰარატას უძველესი შთამომავლობის პატრიარქს სამი შვილი ჰყავდა: დჰრიტარაშტრა, პანდუ და ვიდურა. უფროსი დჰრიტარაშტრა ბრმა დაიბადა, ამიტომ ტახტის მემკვიდრეობა შემდეგ ძმას - პანდუს - ერგო, მაგრამ პანდუმ თავისი ბრმა ძმა გაამეფა, თავად კი თავის მეუღლეებთან ერთად ტყეში გადაიხვეწა, სადაც მას ხუთი ვაჟი შეეძინა - ძმები პანდავები. მათს შორის აღსანიშნავია არჯუნა — კრიშნას მეგობარი და მოსწავლე.

ბრმა დჰრიტარაშტრას ასი ვაჟი ეყოლა, ცნობილნი როგორც კაურავები. კაურავები შიშობდნენ, რომ პანდავები მათ ტახტს შეეცილებოდნენ, ამიტომ ცდილობდნენ ძმების განადგურებას, მაგრამ პანდავებს ბედი უღიმოდათ და ისინი ყოველთვის გადაურჩებოდნენ ხოლმე სიკვდილს.

საბოლოოდ, პანდავებს წილად ერგოთ საკუთარი სამეფო, რომელიც მათ კაურავებთან კენჭისყრაში ცამეტი წლით წააგეს, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც კაურავებმა პანდავებს სამეფო არ დაუბრუნეს, რამაც მათს შორის ომი გამოიწვია.

ბრძოლა კურუკშეტრას ველზე გაიმართა (დელის მიდამო). საომარი მოქმედებების დაწყებამდე კრიშნამ არჯუნას, რომელიც, მიუხედავად კაურავების ვერაგობისა, ძმათშორისი ომის წინააღმდეგი იყო, ბჰაგავადგიტა (მაჰაბჰარატას VI თავი) მოუყვა და ომის აუცილებლობასა და სამართლიანობაში დაარწმუნა. პანდავებმა კაურავები დაამარცხეს და ტახტი დაიბრუნეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მაჰაბჰარატა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?