For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მაია ფანჯიკიძე.

მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 5 ნოემბერი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგრიგოლ ვაშაძე
მემკვიდრეთამარ ბერუჩაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 2010
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრილადო გურგუნიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკა გილაური

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2007
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი

დაბადებული16 ოქტომბერი, 1960 (1960-10-16) (63 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2012-2014)
თავისუფალი დემოკრატები
მამაგურამ ფანჯიკიძე
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
პროფესიაპედაგოგი, დიპლომატი, ფილოლოგი

მაია ფანჯიკიძე (დ. 16 ოქტომბერი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე.[1]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა). 1983-1994 მუშაობდა თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად, აგრეთვე იყო გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი. 1988-1994 იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი. 1993-1994 — გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1994-1997 იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. 1997-2001 — გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2001-2002 წლებში — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 2004 წლის თებერვლიდან მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2004-2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010–2011 იყო გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი. „ევროპული სკოლის“ და სკოლა „ლოგოსის“ გერმანული ენის მასწავლებელი.

2011 წლის დეკემბრიდან იყო ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი.[2] 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი. მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[3] ამ თანამდებობაზე დარჩა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტის დამტკიცების შედეგადაც (20 ნოემბერი, 2013).[4] 2014 წლის 5 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებდა მინისტრის პოსტს და ასევე კოალიცია „ქართულ ოცნებას“. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მსგავსად, რომელიც ფანჯიკიძის დის მეუღლეა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმაც მისი გადაწყვეტილების მიზეზად ის საფრთხე დაასახელა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ემუქრებოდა.[5]

ფლობს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ნიდერლანდურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. FM Panjikidze Resigns. „სივილ ჯორჯია“. 5 Nov.'14 (ინგლისური)
  2. მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები
  3. „ოცნებიდან რეალობაში: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა“. sknews.ge. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და ქართული ოცნება დატოვა“. Civil Georgia. 5 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გრიგოლ ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2012 – 2014
შემდეგი:
თამარ ბერუჩაშვილი
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მაია ფანჯიკიძე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?