For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1976 (1976-01-01) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა
ეროვნება ქართველი
პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება
ნათესავები გია ჯაფარიძე (ძმა)

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე (დ. 1 იანვარი, 1976, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის დამფუძნებელი. 2020 წლის 26 დეკემბერს დააფუძნა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „მომავლის ექიმი“ ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით, 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობა) და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა. 2005-2011 წლებში ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ასევე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. ამჟამად ასწავლის საქართველოს უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით. 2012-2015 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანტიდატად განიხილავდა, მაგრამ პარტიამ საბოლოოდ მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა. პარტიის დატოვებამდე იყო მისი აღმასრულებელი მდივანი. 2015 წლის მაისში პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია „გირჩი“. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, „გირჩის“ სახელით.

2016 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „გირჩი“, პარტია იყო საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციის მთავარი ინიციატორი, ამის ნიშნად მათ პარტიის ოფისში დარგეს მარიხუანა. არის „გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2020 წლის 18 დეკემბერს განაცხადა რომ აფუძნებდა მეორე პოლიტიკურ პარტია „გირჩს“. ამის მიზეზი გახდა პარტიის შიგნით არსებული განხეთქილება და პარტიის გაყოფა.[1] 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ზურაბ ჯაფარიძე 2018 წელს

2018 წლის 16 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატი იქნებოდა.[2][3] 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯაფარიძემ პორნო-საიტ Pornhub-ზე საკუთარი საარჩევნო ბანერები განათავსა. მომხმარებლებს საიტზე ამ წარწერებით ორი ბანერი ხვდებოდა: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“ და „მე არ გპირდებით ზომის გაზრდას“. გირჩი საიტზე საკუთარი რეკლამის განთავსების მიზეზად მცირე ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას ასახელებს.[4]

ჯაფარიძემ არჩევნებში 36 034 (2,26%) ხმა მიიღო. მეორე ტურში მან მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს,[5] თუმცა შემდგომში უკან წაიღო მხარდაჭერა.[6]

პოლიტიკური ხედვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მემარჯვენე ლიბერტარიანელია და პროდასავლური ხედვები აქვს. ის ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში. ჯაფარიძე აქტიურად იბრძვის დაბალი გადასახადებისთვისა და „მცირე მთავრობის“ იდეისათვის. ის ემხრობა ქვეყანაში საქართველოში კანაფის ლეგალიზაციას. ჯაფარიძე ემხრობა მთავრობის დეცენტრალიზაციის იდეას. ჯაფარიძე თვლის, რომ ადამიანს აქვს უფლება „უქნას თავის სხეულს ის რაც უნდა“, ანუ ადამიანი არ უნდა იქნას დაკავებული ნარკოტიკის ან და მარიხუანის მოხმარების გამო.

ჰყავს მეუღლე ნატა ქორიძე და სამი შვილი: ალექსანდრე რაზმაძე (დ. 2003), ეკატერინე ჯაფარიძე (დ. 2013) და კოსტა ჯაფარიძე.

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები წარმდგენი პირველი ტური მეორე ტური
ხმები % ადგილი ხმები % ადგილი
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 36 034 2,26 მეექვსე
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი (2020) ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 14 529 21,06 მეორე 3188 10,05 მეორე [7]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ახალი „გირჩი“
  2. ზურა ჯაფარიძე და გირჩი საპრეზიდენტო კამპანიას ვიწყებთ! — ნათქვამია გირჩის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
  3. საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება
  4. მეტი სექსი, მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძის საარჩევნო კამპანია PornHub-ზე
  5. ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს
  6. “არცერთის შემომხაზველი არ ვარ” — ჯაფარიძე მეორე ტურში ვაშაძეს აღარ აძლევს ხმას
  7. არჩევნების მეორე ტურს ჯაფარიძემ ბოიკოტი გამოუცხადა, მან მოუწოდა თავის მომხრეებს არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ზურაბ ჯაფარიძე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?