For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ზემო ყანდაურა.

ზემო ყანდაურა

სოფელი
ზემო ყანდაურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემი ყანდაურა
კოორდინატები 41°40′40″ ჩ. გ. 45°35′33″ ა. გ. / 41.67778° ჩ. გ. 45.59250° ა. გ. / 41.67778; 45.59250
ცენტრის სიმაღლე 850
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 26[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ზემო ყანდაურა — საქართველო
ზემო ყანდაურა
ზემო ყანდაურა — კახეთის მხარე
ზემო ყანდაურა
ზემო ყანდაურა — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ზემო ყანდაურა

ზემო ყანდაურასოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ყანდაურას თემში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 850 მეტრი საგარეჯოდან 36 კილომეტრი.

სოფლის ძველი სახელწოდებაა ყანდიაური. ყანდიაური განადგურდა შაჰ-აბასის ლაშქრობების დროს 1614-1617 წლებში. 1790-იან წლებში სოფელი აღადგინა ერეკლე II-მ. 1801-1930 წლებში შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან დაიყო ზემო და ქვემო ყანდაურად და შევიდა საგარეჯოს რაიონში.

სხვადასხვა დროს სოფელში შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭიდან, სამეგრელოდან და კახეთის ცალკეული სოფლებიდან წამოსულები დასახლდნენ. მოგვიანებით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ბადიაურში ჩაასახლეს, ნაწილი კი ქვემო ყანდაურაში დასახლდა. სოფელს „ნაცვალი“ მართავდა. სოფლის მოსახლეობის 1804 წლის აღწერის მიხედვით, ყანდაურის ნაცვალი აზნაური ბერი (ბერო) გამყრელიძე იყო.

1812 წლის კახეთის აჯანყებაში ყანდაურელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს, თავად იოსებ ანდრონიკაშვილს, მისი მოთხოვნის საპასუხოდ, წარედგინა მოხსენება, რომელშიც ლაპარაკი იყო სოფლის აჯანყებაში ჩაბმის მიზეზებზე: „ასე გაგვიჭირდა საქმე ჩვენ ამ დრაგუნებისაგან, ღმერთიც დაგვავიწყეს, ხელმწიფეც და ჩვენი სიცოცხლეცა... გვცარცვავდნენ... მოგეხსენებათ, ახალი მოსახლე არის სოფელი... ამთენი მწუხარება დრაგუნის მაიორისაგან და იარანალი პორტნეგირის ჯარისაგან გვჭირდა... და ეს ბუნტიც მოხდა“.

ყანდაურელი იყო, აქ მცხოვრები მედავითნის გიორგი დიმიტრის ძე ფხალაძის ოჯახში დაბადებული, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ III (1872-1960 წწ.).

სოფელში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა. უპირატესობა მსხვილფეხა რქოსან საქონელს ენიჭებოდა. ზაფხულში ცხვარს თრიალეთში მიერეკებოდნენ, ზამთარში კი ივრის პირებზე რჩებოდა. სოფელში განვითარებული იყო მეჭურჭლეობა. აქაური კერამიკული ნაწარმი მთელ გარეკახეთში იყო განთქმული.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 26 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 33 17 16
2014[1] 26 14 12
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ზემო ყანდაურა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?