For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ეშერა.

ეშერა

სოფელი
ეშერა
Ешыра
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°02′26″ ჩ. გ. 40°56′09″ ა. გ. / 43.04056° ჩ. გ. 40.93583° ა. გ. / 43.04056; 40.93583
ცენტრის სიმაღლე 30
მოსახლეობა 2130 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საავტომობილო კოდი ABH
ეშერა — საქართველო
ეშერა
ეშერა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ეშერა

ეშერა, ყოფ. ქვემო ეშერა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი; სოფლები: გვანდრა, ეშერა, კუტიშხა, შიცკვარა).

ეშერა მდებარეობს მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 120 მ-ზე, სოხუმიდან 13 კმ-ის დაშორებით. ზღვისპირა კლიმატური კურორტია.[1] იცის ძლიერ რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,7°C) და ძლიერ თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,9ºC); ნალექები — 1488 მმ წელიწადში.[2]

ეშერის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში აღმოჩენილია სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები (ძვ. წ. III ათასწლეული – ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევარი). XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სოფლის ტერიტორიაზე გაჩნდა აგარაკები. ეშერის ერთ-ერთ ბორცვზე აგარაკი ჰქონდა რუს მხატვარ-ბატალისტ ვასილი ვერეშჩაგინსაც, რის გამოც ამ ადგილს დღესაც „ვერეშჩაგინის ბორცვს“ უწოდებენ.[3] 1965 წლის თებერვალში ეშერაში აშენდა დიდი სასწავლო-სასპორტო კომპლექსი, რომელშიც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ოლიმპიური სასპორტო ბაზა განთავსდა.[4] აქვე იყო სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი. 1989 წლისთვის ეშერა აფხაზეთის ერთ-ერთი დიდი სოფელი იყო, 2 130 მცხოვრებით (უმეტესობა სომხები).

საბჭოთა პერიოდიდან ეშერის მიდამოებში განთავსებული იყო სსრკ თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს სამხედრო ნაწილი № 14098 (ოფიციალურად დაიხურა 1993 წელს), რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებდა სამხედრო-სეისმური ლაბორატორია. 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის (1992-1993) დაწყებიდან პირველივე დღეებში, ეშერის სამხედრო ბაზა დაიკავა გუდაუთაში მდგომი რუსეთის 345-ე გვარდიული საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ნაწილებმა. რუსული მხარე მიზანმიმართულად აზვიადებდა ეშერის ლაბორატორიის როლს და დანიშნულებას, რათა მისი დაცვის აუცილებლობით გაემართლებინა აქ რუსი სამხედროების ყოფნა. ეშერაში განლაგებული რუსული ბატალიონი აქტიურად ეხმარებოდა აფხაზ სეპარატისტთა ძალებს გუმისთაზე გამავალი ფრონტის ხაზის შენარჩუნებაში და მონაწილეობდა თავდასხმებში სოხუმზე. საომარი მოქმედებების დროს ქართული მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეშერა დატოვა, ეთნიკურ წმენდას ემსხვერპლა სოფლის 50-მდე ქართველი მოსახლე.[5]

2008 წლის საქართველოს „კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ეშერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე ვრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი.[6]

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №428 — საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ. 2014 წლის 3 ივლისი.
  2. უშვერიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 121.
  3. Шамба Г. К. Эшерское городище. Тбилиси, 1980. — с. 16.
  4. Прицкер, Л.М., Советская Абхазия в датах, Сухуми, 1981. — с. 35.
  5. Гамахария, Дж., Трагедия Абхазии, Грузия на суд Российской общественности, Тбилиси, 2016. — сс. 114-116, 121, 333-335.
  6. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ეშერა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?