For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for აბჟაყვა.

აბჟაყვა

სოფელი
აბჟაყვა
აფხ. Абжьаҟәа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი სოხუმის მუნიციპალიტეტი
თემი ბესლეთი
კოორდინატები 43°01′35″ ჩ. გ. 41°04′25″ ა. გ. / 43.02639° ჩ. გ. 41.07361° ა. გ. / 43.02639; 41.07361
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 1347[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბჟაყვა — საქართველო
აბჟაყვა
აბჟაყვა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აბჟაყვა

აბჟაყვა[2][3] (აფხ. Абжьаҟәа — „ნახევარი სოხუმი“) ― სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. ბესლეთის თემის ცენტრი (სოფლები: ბესლეთი, ზემო ბირცხა, ქვემო ბირცხა). ზღვის დონიდან 3 მ, შავი ზღვიდან 5,5 კმ, სოხუმიდან 4 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[4]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1347 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1347 -- --

აბჟაყვა ბესლეთის აფხაზური სახელწოდებაა. სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება, სახელდობრ „აბჟა“ — რაც აფხაზურად ნახევარს ნიშნავს და „აყვა“ — ქალაქ სოხუმის აფხაზური სახელი. მაშასადამე აბჟაყვა აფხაზურად ნახევარ აყვას ე. ი. ნახევარ სოხუმს ნიშნავს.

აფხაზეთის არც ერთ სოფელში არაა იმდენი ისტორიული ძეგლი, რამდენიც აბჟაყვაში მოიპოვება. ზოგი მთგანი, როგორც მაგალითად XII საუკუნის ძეგლი ე. წ. ვენედიკური ხიდი მდინარე ბესლეთზე წარმოადგენს ხუროთმოძღვრების ნიმუშს.

მთა გვარდას სამხრეთ კალთაზე ყურადღებას იპყრობს თავისი შესანიშნავი აღნაგობით საშუალო ზომის კათედრალური ეკლესია, რომლის ნახევარი XIX საუკუნის 90-იან წლებში დაანგრიეს აბჟაყვის ახალი ეკლესიის ასაშენებლად. XX საუკუნის 40-იან წლებშია ნაპოვნი ტრაპიზონის იმპერიის XV საუკუნის ვერცხლის მონეტები, რომელიც სოხუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. ამ ეკლესიას გარშემო დიდი გალავანი ჰქონდა. მის გვერდით დარჩენილია ერთი საკმაოდ დიდი ზომის ნანგრევი, რომელიც პალატის შთაბეჭდილებას ახდენს. სავარაუდოა რომ ის რამდენიმე სართულისაგან შედგებოდა. არქეოლოგიური გათხრების დროს კედლებთან ჩაკირული ქვევრები ნახეს. პალატის ნანგრევების ჩრდილოეთით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალოთახიანი შენობის ნანგრევი.

ნაგებობათა თვისების მიხედვით, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ნანგრევები, ისე დღემდე დაცული ბესლეთის ხიდი, ქართული ასომთავრული წარწერებით, და მის ქვემოთ ამგვარივე თაღიანი ხიდის ნანგრევები და ბოლოს მესამე ხიდის ბურჯები სრულად დანგრეული 1934 და 1936 წლებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, აგრეთვე ნანგრევები გოგირდის წყაროების აბანოსი, რამდენიმე სააბაზანო განყოფილებით — სავარაუდოდ აშენებულნი უნდა იყვნენ ერთი და იმავე პერიოდში, სახელდობრ X-XII საუკუნეების დამლევამდე.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 31.
  • კ. ბერულავა, „აბჟაყვა“, გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 1938, №92
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
აბჟაყვა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?