For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია.

დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია

დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (9,6 X 4 მ), ნაგებია უხეშად დატეხილი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით, დარბაზის პილასტრები და სატრიუმფო თაღი თლილი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის გვერდებზე ღრმად შეჭრილი ნახევარწრიული ნიშებია. თითოეული ნიში 2 მეტრის სიმაღლისაა და იწყება იატაკიდან 0,3 მეტრზე, აქვს ბრტყელი გადახურვა. დარბაზის გრძივი კედლები და ნახევარწრიული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. თაღის ქუსლებთან ქვის თაროსებრი კაპიტელებია.

დარბაზის კედლები და კამარა მთლიანად იყო შელესილი და მოხატული. ამჟამად შემორჩენილია აფსიდის კომპოზიცია და მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები სამხრეთ კედელზე. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიცია. ქრისტე ზის ორნამენტით და ძვირფასი ქვებით შემკულ ტახტზე. იგი მარჯვენა ხელით აკურთხებს, მარცხენაში უჭირავს გადაშლილი სახარება, რომელშიც იკითხება ასომთავრულით შესრულებული ტექსტი. სამხრეთ კედელზე გაირჩევა სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცის ფიგურა, ცხენოსანი და მის უკან კიდევ ორი გამოსახულება. პილასტრების ვიწრო მხარეებზე შემორჩენილია კიბისებრი და მცენარეული ორნამენტი. ნახატი ოსტატურია, კოლორიტი მონაცრისფრო, შავი, მოწითალო-ყავისფერი. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მხატვრობა განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება.

ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. ფასადების გლუვი კედლები გაცოცხლებულია თავისებური წყობით. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს ჩასმულია ორი დიდი სამკუთხა ლოდი. ნაგებობას შემოვლებული აქვს თაროსებრი მასიური ლავგარდანი.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?