For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბრეთი.

ბრეთი

სოფელი
ბრეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°04′57″ ჩ. გ. 43°54′08″ ა. გ. / 42.08250° ჩ. გ. 43.90222° ა. გ. / 42.08250; 43.90222
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 899[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,7 %)
ოსები (0,7 %)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბრეთი — საქართველო
ბრეთი
ბრეთი — შიდა ქართლი
ბრეთი
ბრეთი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ბრეთი

ბრეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: არადეთი, დოღლაური, საღოლაშენი, წვერი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 710 მეტრი, ქარელიდან 9 კილომეტრი.[3]

ცნობილია, რომ ცამეტი ასურელი მამებიდან ერთ-ერთმა, პიროს ბრეთელმა აქ დააარსა მონასტერი. მის მიერ აქ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი, წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა. ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთვრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურულ დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელ ბრეთის ფეოდალურ საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში (XI-XIII საუკუნეები) უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI საუკუნეებში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVII-XVIII საუკუნეებში ზემო ქართლში ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი ავალიშვილთა საკუთრება იყო.[4] მათ ეკუთვნოდათ ბორჯობის ხეობა და მეფისაგან დაკისრებული ჰქონდათ დვანის ფრონეს მეთხალყურეობა. ბორჯობის ხეობის მოუსავლიანობის გამო მეფეს ბრეთი მიუცია დირბამდე.[5] აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII საუკუნეების ადმმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით ბრეთის ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ.[4] სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[6] 1804 წლისათვის ბრეთის ყმა-მამულები ეკუთვნოდათ ავალიშვილებს, წერეთლებსა და დედოფალ დარიას.[5]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 899 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[7] 444
2002[8] 1146 585 561
2014[1] 899 455 444

სოფელ ბრეთში დაიბადა გამოჩენილი ქართველი საბავშვო მწერალი შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი, 1866–1933).[4]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია პიროს ბრეთელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული ეკლესია, ასევე VI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია და XVI-XVII საუკუნეების დარბაზული ეკლესია.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 513.
  4. 4.0 4.1 4.2 კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 360.
  5. 5.0 5.1 გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 11, ISBN 5-520-00154-5.
  6. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  7. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
  8. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბრეთი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?