For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გუდამაყარი.

გუდამაყარი

გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ძირითადად განიხილება როგორც მთიულეთის ერთ-ერთი თემი, თუმცა ცალკე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილოს ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა.

მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან — გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი.

გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. მოხსენიებულია VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაშიც. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. 1071-1080 წლების საბუთებში ნახსენებია გუდამაყრული მუზარადი.[1]

ვიკიციტატა
„არს გუდამაყრის ხეობა მაგარი, მოსავლით ვითარცა სხუა მთის ალაგნი და უფროს მწირი“

XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. 1831-1832 წლების კამერალური აღწერით გუდამაყარში ცხოვრობდა 251 კომლი, 1955 სული. გუდამაყარში შედიოდა ოცი სოფელი ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, გამსი, გოგნაურთა, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, კიტოხი, ლუთხუბი, მაქართა, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, საუხი, ჭოჭოხი, ხოზა.[2]

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში. მასში შედის 20 სოფელი ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, კიტოხი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი. მოსახლეობისგან დაცლილია ათნოხი და ბურსაჭირი.

გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა, ასევე მთის მიწათმოქმედება, მოჰყავდათ მცირე რაოდენობით ხორბალი, ქერი, ფეტვი, ტყეში აგროვებდნენ ხილს და მოხევეებს უცვლიდნენ პურზე. გუდამაყრელები კარგი ხელოსნები იყვნენ, მამაკაცები მისდევნდნენ დურგლობას, კალატოზობას, მჭედლობას, ქალები ქსოვდნენ შალის ქსოვილებს, ფარდაგებს, ხურჯინებს. გუდამაყრელები ამზადებდნენ კარგ ყანწებსა და მშვილდისრებს.

პირიმზე ფუძის ანგელოზი

სოფელ ჩოხში მდებარეობს გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი პირიმზე ფუძის ანგელოზი. პირიმზის ხატი პატარა ქვითკირის ეკლესიაა, რომელიც სიპი ქვით იყო გადახურული და ქვის ჯვარი ედგა თავზე. ეკლესიას გარს ერტყა ხატის ტყე. ჩოხის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა პირიმზის ხატი, რომელიც წარმოადგენდა ვერცხლით მოჭედილ და მხედრულწარწერიან ჯვარს წმინდა გიორგის გამოსახულებით. ის 1707 წელს შესწირა თეიმურაზმა, შემდგომში არაგვის ერისთავმა ფუძის ანგელოზს. პირიმზეში 9-10 ხატობა ტარდებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო ფუძის ანგელოზობა, რომელიც 30-31 აგვისტო იმართებოდა. პირიმზე წკლაურ-ბექაურებმა ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადაიტანეს გუდამაყარში.

დღევანდელი გუდამაყარი ძირითადად ხუთი გვარითაა დასახლებული. ეს გვარებია ბექაური, წიკლაური, აფციაური, ჩოხელი და ანთაური. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1831 1955
1926 1541 741 790
2002[3] 682 340 342
2014 234 110 124
  • გვასალია ჯ., არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1976, ტ. 5;
  • მისივე, მთიულეთის ისტორიული გეოგრაფიიდან, «კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული», 1971, ტ. 3;
  • მაკალათია ს., მთიულითი, ტფ., 1930;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დოლიძე ი.. „ქართული სამართლის ძეგლები“ ტ II გვ. 40 — თბილისი, „მეცნიერება“ 1965
  2. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები“ გვ. 158 — თბილისი, „საჩინო“, 2017
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გუდამაყარი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?