For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბასიანი.

ბასიანი

ბასიანი — პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების (ფაზიანების) ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ. წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და ქართველთა სამეფოს შორის. მალე ქართველთა სამეფო მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და „ქართველთა სამეფოს“ შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მფლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდრეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ-ტაო და ბასიანი მთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ-სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ-სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყია.

ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბასიანი წითლადაა მონიშნული ვახუშტის რუკაზე

ვახუშტი ბატონიშვილი ბასიანის ტერიტორიას ისტორიულ სომხეთს აკუთვნებს, როგორც მდინარე არაქსის აუზის შემადგენელ ხეობას და წერს შემდეგს:

ვიკიციტატა
„ხოლო ოლთის, ნარიმანისა და იდის სამჴრით არს, ირიჯლუს მთას იქით, ბასიანი. და ესე ბასიანი თუმცა არს სომხითისა, არამედ, შემდგომად ბაგრატიონთა მეფობისა, რა დაიპყრეს მათ, არს მიერით სამცხისა. და არს ბასიანი რახსისა ანუ არაზის სათავესა ზედა. პირველად ეწოდა ქალაქსა ამისსა ბასიანი, და მის გამო ეწოდა სახელიცა ესე ამ ადგილთა. ხოლო აწ უწოდებენ მას ქალაქსა ასანყალას. და არს საშუავალ ბასიანისა, არაზის კიდესა ზედა ჩრდილო კერძ არა დიდი ქალაქი და მზღვრის ამას ბასიანს: აღმოსავლეთი მთა ჩამოსული სამჴრეთის მთიდამ, რომელი არს სომხითის მთა; დასავლით — მთა ირიჯლუ-დევაბოინისა; ჩდილოთ, მთა ილიჯლუ-ყალნუსი; სამჴრით — მთა დევაბოინიდამ წამოსული სომხითის მთა. და ადგილთა ამათ შორის მოერთვიან რახსს იმიერით და ამიერით მდინარენი მთებთაგან. და შენებულ არიან დაბნები. არს უვენახო, უხილო და მარცვლის მოსავლითაცა ვითარცა ჯავახეთი. არამედ ესე უმჯობესცა ჰავითაც; უტყეო, თჳნიერ მცირე არყნალნი. სწვენ წივას და ზიდვენ ხესა და შეშას რაჴსის ხრამიდამ. ამ ასანყალას ქვეით არს ხიდი რახსა ზედა, და ვლენან ქარავანნი, თჳნიერ მისა ვერ განვალს არაზს[1].“
  1. ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, (რედ. მ გ. ჯანაშვილისა), თფ, 1904, გვ. 237
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბასიანი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?