For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for Magnavox Odyssey.

Magnavox Odyssey

Magnavox Odyssey
მწარმოებელი Magnavox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა პირველი თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1972
ევრ 1973
საცალო გაყიდვაში 1972-1975
თავდაპირველი ფასი 99 აშშ დოლარი
შეწყდა 1975
გაიყიდა 350, 000
კონტროლერის შეტანა ორი პადლი
შემდეგი Magnavox Odyssey²

Magnavox Odyssey — პირველი კომერციული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული კომპანია Magnavox-ის მიერ 1972 წელს აშშ-ში, ხოლო ევროპაში 1973-ში. კონსოლი შემუშავებული იქნა მცირე ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რალფ ბაერი. Odyssey არის თეთრი, შავი და ყავისფერი ყუთი, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს და თან ახლავს ორი მართკუთხა კონტროლერი. მას შეუძლია ეკრანზე გამოსახოს სამი კვადრატული წერტილი შავ-თეთრ რეჟიმში თანხლები ხმის გარეშე. მოთამაშეები ეკრანზე ათავსებენ პლასტიკურ გადასაკრავს ვიზუალური ეფექტების მისაღებად, სადაც ერთი ან ორი მოთამაშე აკონტროლებს თავიანთ წერტილებს კონტროლერზე არსებული სამი ღილაკის საშუალებით. კონსოლისთვის აგრეთვე შემუშავდა მსოფლიოში პირველი სინათლის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა ცალკე.

კონსოლის შექმნის იდეა ბაერს 1966 წლის აგვისტოში მოუვიდა და სამი წლის განმვალობაში მან, ბილ ჰარისონთან და ბილ რაშტან ერთად შექმნა კონსოლის შვიდი წარმატებული პროტოტიპი. მეშვიდე პროტოტიპი, ცნობილი როგორც „Brown Box“, (ქართ. ნაცრისფერი ყუთი) ნაჩვენები იქნა რამდენიმე მწარმოებლისთვის, რის შემდეგაც 1971 წლის იანვარში კომპანია Magnavox დათანხმდა მის წარმოებას. კონსოლი გამოვიდა 1972 წლის სექტემბერში და წლის ბოლოს გაყიდვებმა 69,000-დან 100,000-მდე ასლს მიაღწია. მთლიანობაში გაიყიდა 350,000 ასლი და 1975 წელს მისი წარმოება შეწყდა. 1978 წელს ამას მოჰყვა ახალი კონსოლის, Magnavox Odyssey²-ის გამოცემა. 28 შექმნილი თამაშიდან ერთ-ერთი, კერძოდ პინგ-პონგი-ს სიმულაცია, იქცა Atari-ის წარმატებული არკადული თამაშის, „Pong“-ის შთაგონების წყაროდ. Odyssey-ს გამოშვებამ განაპირობა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კომერციულად ზრდა და საფუძველი ჩაუყარა პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქას.

არსებობის განმავლობაში სისტემისთვის შეიქმნა 28 თამაში, რომელიც ვრცელდებოდა 11 განსხვავებული სათამაშო ბარათის მეშვეობით.

სათაური სათამაშო ბარათი აშშ-ის ვერსია საერთაშორისო ვერსია
„Table Tennis“ 1 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Ski“ 2 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Simon Says“ 2 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Tennis“ 3 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Analogic“ 3 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Hockey“ 3 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Football“ 3, 4 ჩაშენებული კონსოლში არ არის
„Cat and Mouse“ 4 ჩაშენებული კონსოლში იყიდებოდა განცალკევებით
„Haunted House“ 4 ჩაშენებული კონსოლში იყიდებოდა განცალკევებით
„Submarine“ 5 ჩაშენებული კონსოლში ჩაშენებული კონსოლში
„Roulette“ 6 ჩაშენებული კონსოლში იყიდებოდა განცალკევებით
„States“ 6 ჩაშენებული კონსოლში არ არის
„Fun Zoo“ 2 იყიდებოდა განცალკევებით არ არის
„Baseball“ 3 იყიდებოდა განცალკევებით არ არის
„Invasion“ 4, 5, 6 იყიდებოდა განცალკევებით არ არის
„Wipeout“ 5 იყიდებოდა განცალკევებით ჩაშენებული კონსოლში
„Volleyball“ 7 იყიდებოდა განცალკევებით ჩაშენებული კონსოლში
„Soccer“ 8 არ არის ჩაშენებული კონსოლში
„Handball“ 8 იყიდებოდა განცალკევებით არ არის
„Prehistoric Safari“ 9 იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Dogfight!“ 9 იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Shootout!“ 9 იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Shooting Gallery„ 10 იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად იყიდებოდა სინათლის პისტოლეტთან ერთად
„Percepts“ 2 უფასოდ არ არის
„Brain Wave“ 3 იყიდებოდა განცალკევებით (1973) არ არის
„W.I.N.“ 4 იყიდებოდა განცალკევებით (1973) არ არის
„Basketball“ 8 იყიდებოდა განცალკევებით (1973) არ არის
„Interplanetary Voyage“ 12 იყიდებოდა განცალკევებით (1973) არ არის

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
Magnavox Odyssey
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?