For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი.

ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი

ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ჰიგროფორუსისებრნი
გვარი:  ჰიგროფორუსი
სახეობა:  ხრაშუმასებრი ჰიგროფორუსი
ლათინური სახელი
Hygrophorus russula (Schaeff.) Kauffman, 1918

ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი (ლათ. Hygrophorus russula) — ჰიგროფორუსის გვარის სოკო ჰიგროფორუსისებრთა ოჯახისა.

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნემორალურ ზონაში. იზრდება ფართოფოთლოვან ტყეებში, აგვისტოდან ნოემბრამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricuss russula.

[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა ჰენრი კელვინ კაუფმანმა 1918 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus russula Schaeff., 1774: Fr., 1821 basionym
  • Gymnopus russula (Schaeff.),Gray 1821
  • Limacium russula (Schaeff.) Ricken, 1910
  • Tricholoma russula (Schaeff.) Gillet, 1874

ზრდასრული სოკოს ქუდის დიამეტრი 5-12(15) სმ-მდე აღწევს, ახალგაზრდობაში ნახევარსფეროსებრია, შემდგომში ამოზნექილი, ბრტყელი, შეკეცილი კიდეებით, სიბერეში ოდნავ ჩაზნექილია.

ქუდის ზედაპირი გლუვია, მხოლოდ ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს წვრილი ქერცლები. ნოტიო ამინდში წებოვან-ლორწოვანი, ახალგაზრდა სოკოები მოთეთროდან ვარდისფრამდე, ვარდისფერი ლაქებით, შემდგომში ცენტრში ვარდისფერ-წითელი, სიბერეში ღვინისფერ-წითელი.

ფირფიტები შედარებით ხშირი, ფეხთან შეზრდილი ან დაშვებული, თეთრი, იისფერ-მოვარდისფრო, ასაკთან ერთად და დაზიანებისას იფარება ღვინისფერ-წითელი ლაქებით, სიბერეში თითქმის ღვინისფერ-ვარდისფერია.

რბილობი — მკვრივი, თეთრი, დაზიანების ადგილებში ვარდსიფერდება, სუსტი ფქვილის სუნით, განსაკუთრებული გემოს გარეშე.

ფეხის სიგრძე — (3)6-8 სმ, სისქე — 1-2,5(4) სმ, ცენტრალური ან ქვევითკენ სუსტად შევიწროებული, იშვიათად გურზისებრი ან თითისტარისებრი, მაგარი, თავიდან თეთრია, შემდეგ მოვარდისფრო, უფრო მუქი ბოჭკოებით ან ქერცლებით დაფარული ზედაპირით. ზოგჯერ მთლიანად იასამნისფერია, გლუვი ან ოდნავ ზოლებიანი. ქუდთან თეთრია.[3]

სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები (5,5)7-8(9)×4-5,5(6) მკმ ელიფსისებური, ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, 40-55x4-6 მკმ. ცისტიდების გარეშე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება.[4][5][6] საჭმელად გამოიყენება ახალი, ასევე დამარინადებული და დამარილებული. სოკო განსაკუთრებით დაფასებულია სამხრეთ საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიასა და კატალონიაში.

გავრცელება და ეკოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნემორალურ ზონაში. იზრდება ჯგუფებად, ფართოფოთლოვან ტყეებში კირქვიან ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის მუხასთან, ასევე წიფელთან.[7]

სეზონი — აგვისტოდან ნოემბრამდე.

  • Hygrophorus purpurascens — ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსისგან განსხვავდებით ახასიათებს აბლაბუდისებრი საბურველი და იზრდება წიწვოვან ტყეებში.[8]
  • Коваленко, Александр Елисеевич (1989). Определитель грибов СССР. Л.. 
  • Arnolds, E. (1990). Flora Agaricina Neerlandica. Rotterdam, Brookfield, გვ. 121—122. ISBN 90-6191-971-1. 
  1. Schaeffer JC. (1774). Fungorum qui in Bavaria et Palatinatu Nascuntur Icones (la), გვ. 58. 
  2. Kauffman CH (1918). The Agaricaceae of Michigan, Publications Mich. geol. biol. Surv., Biol. Ser. 5 26. Lansing, Michigan: Wynkoop, Hallenbeck Crawford Co., გვ. 185. 
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 88, ISBN 99940-856-1-1.
  4. Huffman DM (2008). Mushrooms and Other Fungi of the Midcontinental United States (Bur Oak Guide). Iowa City, Iowa: University of Iowa Press, გვ. 85. ISBN 9781587297250. 
  5. (1997) Mushrooms of Northeastern North America. Syracuse, New York: Syracuse University Press, გვ. 145. ISBN 978-0-8156-0388-7. 
  6. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 86. ISBN 978-1-55407-651-2. 
  7. Christian Deconchat et Jean-Marie Polèse, Champignons : l'encyclopédie, Artémis Éditions, 2002, 607 p. (ISBN 2-84416-145-6 et 978-2-84416-145-1, OCLC 424011070, lire en ligne [archive]), p. 185.
  8. Roody WC. (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. Lexington, Kentucky: University Press of Kentucky, გვ. 143. ISBN 0-8131-9039-8. 
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხრაშუნასებრი ჰიგროფორუსი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?