For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for Apache NiFi.

Apache NiFi

Apache NiFi

Apache NiFi-ის ვებ-ინტერფეისი
ავტორი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო
მწარმოებელი Apache Software Foundation,
Cloudera,
Hortonworks
გამოვიდა 2006; 18 წლის წინ (2006)
ბოლო გამოშვება 3 თებერვალი, 2020; 4 წლის წინ (2020-02-03) / 1.11.1
რეპოზიტორიუმი gitbox.apache.org
პროგრამირების ენა Java
ოს კროსპლატფორმული
სტატუსი აქტიური
ჟანრი მონაცემთა დანაწილებულ ნაკადთა მმართველი
ლიცენზია Apache License 2.0
საიტი nifi.apache.org

Apache NiFi — მონაცემთა ნაკადის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა ღია კოდით, რომელიც განკუთვნილია დანაწილებულ გარემოში პროგრამულ სისტემებს შორის მონაცემთა ნაკადების ავტომატიზაციისათვის. პროექტს უძღვება Apache Software Foundation. NiFi დაფუძნებულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში შემუშავებულ პროგრამაზე NiagaraFiles, რომლის სახელი ასევე ასახულია პროექტის თანამედროვე სახელწოდებაში. 2014 წელს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ საკუთარი ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში, პროექტი NiagaraFiles გახსნა საზოგადოებისთვის და ღია კოდი გადასცა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდს Apache.[1][2]

პროგრამის დიზაინი დაფუძნებულია ნაკადზე-დაფუძნებული პროგრამირების მოდელზე და იძლევა ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა მუშაობა უშუალოდ კლასტერში, უსაფრთხოება TLS დაშიფვრით, გაფართოებადობა (მომხმარებელს აქვს საშუალება დაწეროს საკუთარი პროგრამა მისი შესაძლებლობების გასაფართოვებლად) და გაუმჯობესებული გამოყენებადობის საშუალებები, როგორიცაა პორტალი, რომელიც მოსახერხებელია ნაკადის ქცევის ვიზუალური დათვალიერებისა და რედაქტირებისათვის.[3]

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და კომერციული მხარდაჭერის შეთავაზება ბაზარზე ამჟამად აქვს Hortonworks (გაერთიანებულია Cloudera-ში[4]), რომელმაც NiFi-ს შექმნელი Onyara Inc შეიძინა.[5]

Apache NiFi-ის პროგრამული კომპონენტების დიაგრამა

NiFi არის Java-ზე დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეშვება Java-ს ვირტუალურ მანქანაში, ჰოსტ-სერვერზე.[6] NiFi-ს გამორჩეული კომპონენტებია:

  • Web Server (ვებ-სერვერი) — HTTP-ზე დაფუძნებული კომპონენტი, რომელიც გამოიყენება პროგრამის ვიზუალური მართვისთვის და მასში მიმდინარე ხდომილებებზე დასაკვირვებლად
  • Flow Controller (ნაკადის მაკონტროლებელი) — მუშაობს როგორც NiFi-ს ქცევითი ტვინი. აკონტროლებს NiFi-ს გაფართოებების მუშაობას და ადგენს მისთვის რესურსების განაწილებას განაწილებას.
  • Extensions (გაფართოებები) — სხვადასხვა პლაგინები, რომელიც საშუალებას აძლევს NiFi-ს იურთიერთოს სხვადასხვა სახის სისტემასთან
  • FlowFile repository (FlowFile-ის რეპოზიტორიუმი) — გამოიყენება NiFi-ს მიერ, მიმდინარე აქტიური FlowFile-ის ან სისტემებს შორის სამოძრაოდ NiFi-ის დამხმარე ინფორმაციის სტატუსის მხარდაჭერისა და მასზე დაკვირვებისთვის.
  • Content repository (კონტენტენტის რეპოზიტორიუმი — ტრანზიტული მონაცემების სანახი
  • Provenance repository — სისტემაში გამავალი მონაცემების ნაკადის წარმომავლობის შესახებ მონაცემების სანახი.

Apache NiFi-ის ქვეპროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Apache NiFi Registry
  • MiNiFi
  • Flow Design System (FDS)

კომერციულ პროდუქტში ინტეგრაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის თებერვალში Hewlett Packard Enterprise-ის SecureData, რომელიც განკუთვნილია Hadoop და IoT პროგრამული უზრუნველყოფისათვის, გახდა ინდუსტრიაში პირველი კომერციული პროდუქტი, რომელშიც ინტეგრირებულია NiFi.[7]

  1. NSA Releases First in Series of Software Products to Open Source Community. The National Security Agency (25.11.2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17.02.2020. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2020.
  2. Adrian Bridgwater. NSA 'NiFi' Big Data Automation Project Out In The Open. Forbes. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  3. Apache NiFi Documentation. Apache Software Foundation. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  4. Welcome to a brand-new Cloudera. Hortonworks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-14. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  5. Hortonworks buys Onyara, the company behind Apache NiFi, which was developed at NSA. VentureBeat. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  6. Apache NiFi Developer Guide. Apache Software Foundation. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
  7. RSA Conference: HPE looks to boost enterprise IoT security with Apache NiFi. TechRepublic. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
Apache NiFi
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?