For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for About Face (ალბომი).

About Face (ალბომი)

About Face
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 5 მარტი, 1984 (1984-03-05) (ბრიტანეთი)
6 მარტი, 1984 (1984-03-06) (აშშ)[1] (2006 წელს ხელახლა გამოიცა)
ჩაიწერა 1983
სტუდია Pathé Marconi Studio, პარიზი; ები-როუდის სტუდიები, ლონდონი; ხმის მიქსი - Mayfair Studios, ლონდონი[2]
ჟანრი
ხანგრძლივობა 45:18
ლეიბლი
პროდიუსერი
დეივიდ გილმორი — ქრონოლოგია
David Gilmour
(1978)
About Face
(1984)
On an Island
(2006)
სინგლები ალბომიდან About Face
  1. „Blue Light“
    გამოცემის თარიღი: 13 თებერვალი 1984
  2. „Love on the Air“
    გამოცემის თარიღი: 24 აპრილი 1984
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[3]

About Face — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მეორე სოლო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1984 წლის მარტში. ალბომის პროდიუსერები არიან დეივიდ გილმორი და ბობ ეზრინი. ორი სიმღერა ერთობლივად დაიწერა პიტ ტაუნსენდისა და დეივიდ გილმორის მიერ, ყველა დანარჩენი სიმღერის ავტორია გილმორი.

ალბომი ჩაიწერა საფრანგეთში, ხმის ინჟინრის ენდრიუ ჯექსონის დახმარებით, იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდის ბედი უცნობი იყო. ალბომის ხმის მიქსი შეასრულა ჯეიმზ გათრიმ, სტუდიაში მაისიfair (ლონდონი).

ალბომზე უკრავენ ცნობილი მუსიკოსები: ჯეფ პორკარო, პინო პალადინო, ჯონ ლორდი და სტივ უინვუდი.

2006 წელს, გადაცემაში In the Studio with Redbeard, რომელიც მიეძღვნა დეივიდის ალბომს On an Island, გილმორმა აღნიშნა: „რომ გადავხედოთ ამ ალბომს, დავინახავთ, რომ იქ ბევრი კარგი ადგილია, მაგრამ მისი მთლიანი განწყობა, რომელიც 1980-იანი წლების სტილის მატარებელია, ჩემთვის მეტისმეტია“.

ალბომში შესული მუსიკის ნაწილი ჟღერს დისკოს სტილში, განსაკუთრებით ეს ეხება სიმღერას Blue Light (მოგვიანებით, ამ სიმღერის რემიქსი შეასრულა ფრანსუა კევორკიანმა). ეს უკანასკნელი პინკ ფლოიდის თაყვანისმცემლების ჟურნალის The Amazing Pudding მკითხველებმა დაასახელეს პინკ ფლოიდის რომელიმე წევრის ყველაზე ცუდ სოლო სიმღერად. ამერიკული რადიოსადგურებისათვის პრომო-სინგლების სახით გამოიცა სამი სიმღერა - Love on the Air, All Lovers Are Deranged და Murder.

ბრიტანეთში ალბომი მოხვდა ჩარტების #21 ადგილზე, ხოლო აშშ-ში — #32 ადგილზე.

2006 წლის 14 აგვისტოს კომპანიამ EMI ალბომი გამოუშვა განახლებული ჟღერადობით. აშშ-სა და კანადაში იგი გამოიცა იმავე წლის 12 სექტემბერს.

ყველა სიმღერის ავტორი — დეივიდ გილმორი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Until We Sleep“ 5:15
2.„Murder“ 4:59
3.„Love on the Air“გილმორი, პიტ ტაუნსენდი4:19
4.„Blue Light“ 4:35
5.„Out of the Blue“ 3:35
მხარე 2
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„All Lovers Are Deranged“გილმორი, პიტ ტაუნსენდი3:14
2.„You Know I'm Right“ 5:06
3.„Cruise“ 4:40
4.„Let's Get Metaphysical“ 4:09
5.„Near the End“ 5:36

შენიშვნა: 2006 წლის რემასტერში სიმღერების Until We Sleep და Near the End ხანგრძლივობაა 5:20 და 5:50.

ალბომისთვის დაიწერა კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მასში არ შეიტანეს. მისი სხვადასხვა ვერსიები შექმნეს როი ჰარპერმა და პიტ ტაუნსენდმა. ჰარპერმა თავისი ვერსია, სახელწოდებით Hope გამოიყენა საკუთარ, 1985 წლის ალბომში Whatever Happened to Jugula? (რომელიც ჯიმი პეიჯთან ერთად ჩაწერა). ტაუნსენდმა იგივე სიმღერა, ოღონდ სახელით White City Fighting საკუთარ სოლო ალბომში White City: A Novel (1984) შეიტანა.

გარეკანზე გამოსახულია დეივიდ გილმორის სახე. გარეკანის ერთ-ერთ ნაწილზე დაბეჭდილია Fleudian slip.

სტორმ თორგერსონი, გარეკანის ავტორი:

ჩვენ მრავალი ფოტო გადავიღეთ, მაგრამ ყველაზე დეივიდი ცდილობდა სუპერვარსკვლავის განსახიერებას და მაგარ ბიჭად მოჰქონდა თავი. საბოლოოდ, ყველა ფოტო მეტად პათოსური გამოვიდა. შემდეგ კი ვუთხარით, რომ ფოტოსესია დასრულდა და დეივიდი დაინტერესდა, თუ სად იყო ტუალეტი. აი მაშინ გადავუღეთ კიდევ ერთი სურათი.

თორგერსონი ალბომის გაფორმებაზე მუშაობდა ფსევდონიმით sTd, ვინაიდან როჯერ უოტერსმა იგი დააშორა პინკ ფლოიდთან დაკავშირებულ საქმიანობას.

შემსრულებლები
  • დეივიდ გილმორი - პროდიუსერი, გიტარა, ვოკალი
  • ჯეფ პორკარო - დასარტყმელი საკრავები
  • პინო პალადინო - ბას გიტარა
  • სტივ უინვუდი - ორგანი და ფორტეპიანო სიმღერებში Love on the Air და Blue Light
  • ჯონ ლორდი - სინთეზატორი, ორგანი
  • ენ სედლი - სინთეზატორი
  • რეი კუპერი - პერკუსია
  • მიკი ფიტი - დამატებითი ვოკალი
  • როი ჰარპერი - დამატებითი ვოკალი
  • სემ ბრაუნი - დამატებითი ვოკალი
  • ვიკი ბრაუნი - დამატებითი ვოკალი
ტექნიკური პერსონალი

ალბომიბილბორდი (აშშ)

წელი ჩარტები პოზიცია
1984 ბილბორდის ცხელი 200-ეული 32

სინგლები — ბილბორდი (აშშ)

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1984 Blue Light ბილბორდის ცხელი 100-ეული 62
1984 Blue Light მეინსტრიმული როკ სიმღერები 35
1984 All Lovers Are Deranged მეინსტრიმული როკ სიმღერები 10
1984 Murder მეინსტრიმული როკ სიმღერები 13

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Official Site. Pink Floyd. ციტირების თარიღი: 1 November 2013.
  2. David Gilmour - About Face (Vinyl, LP, Album) (1984-03-05). ციტირების თარიღი: 2017-07-09.
  3. About Face AllMusic-ზე
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
About Face (ალბომი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?