For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for იან ჰუსი.

იან ჰუსი

იან ჰუსი
იან ჰუსის კოცონზე დაწვის სცენა

იან ჰუსი (ჩეხ. Jan Hus [ˈjan ˈɦus]; დ. 1369, ჰუსინეცი — გ. 6 ივლისი, 1415, კონსტანცა) — ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი, მქადაგებელი.

1393 წელს დაამთავრა კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. 1396 წლიდან მაგისტრი, 1401-1402 წლებში – თავისუფალ ხელოვნებათა ფაკულტეტის დეკანი, 1402-1403 და 1409-1410 წლებში კი კარლის უნივერსიტეტის რექტორი იყო. ჰუსი გამოდიოდა ჩეხი ხალხის, ჩეხური ენისა და კულტურის ეროვნული უფლებების დასაცავად, ილაშქრებდა გერმანელი მოძალებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.

ჰუსი ეზიარა ინგლისელი რეფორმატორის ჯონ უიკლიფის და ჩეხი მქადაგებლების იან მილიჩისა და მათე იანოველის იდეებს. მათზე დაყრდნობით ჰუსმა შექმნა მწყობრი მოძღვრება, რომელშიც იგი მოითხოვდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნას, ეკლესიის ძირეულ რეფორმას ადრინდელი ქრისტიანული ეკლესიის ყაიდაზე და საეკლესიო მიწების სეკულარიზაციას. მორწმუნეთა ქცევის ნორმად ის აცხადებდა საღმრთო წერილს. გაბატონებული კლასებისათვის ხელისუფლების შენარჩუნების უმთავრესი პირობა უნდა ყოფილიყო „საღმრთო სჯულის“ დაცვა. ამ უზენაესი ნორმის დარღვევა მათ ქვეშევრდომებს ათავისუფლებდა მორჩილებისაგან. ამ დებულებიდან შემდგომში ტაბორიტებმა პრაქტიკული რევოლუციური დასკვნები გამოიტანეს.

1410 წელს პაპმა შეაჩვენა ჰუსი. 1412 ჰუსმა გაილაშქრა ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რისთვისაც პრაღა დაატოვებინეს. სამხრეთ ჩეხეთში ჰუსმა 2 წელი იცხოვრა. აქ დაასრულა მან თავისი ტრაქტატი „ეკლესიის შესახებ“ (1413) და ბიბლიის ჩეხური თარგმანი, აქვე შექმნა ჩეხური ენის ორთოგრაფია. 1414 წელს ჰუსი გამოიძახეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე. მიუხედავად იმპერატორ სიგიზმუნდის მიერ ნაბოძები შეუვალობის სიგელისა, კონსტანცაში ჩასული ჰუსი დააპატიმრეს 1414 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო 1415 წელს, როგორც უტეხი ერეტიკოსი – კოცონზე დაწვეს. ჰუსის მოწამებრივმა სიკვდილმა დააჩქარა ჩეხეთში რევოლიციური მოძრაობა, რომელსაც მისივე რეფორმისტული იდეები ედო საფუძვლად (ჰუსიტური ომები 1419-1437 წლებში).

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
იან ჰუსი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?