For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ჯულიანო მედიჩი.

ჯულიანო მედიჩი

ჯულიანო მედიჩი
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1453
ფლორენცია
გარდაცვალების თარიღი 26 აპრილი, 1478, (25 წლის)
ფლორენცია
გარდაცვალების მიზეზი მოკლეს პაცის შეთქმულების დროს
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
პარტნიორ(ებ)ი სიმონეტა ვესპუჩი
ფიორეტა გორინი
შვილ(ებ)ი კლემენტ VII, რომის პაპი
მშობლები მამა: პიერო, ფლორენციის სენიორი
დედა: ლუკრეცია ტორნაბუონი

ჯულიანო დე’ მედიჩი (იტალ. Giuliano de' Medici; დ. 28 ოქტომბერი, 1453 — გ. 26 აპრილი, 1478) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩისა და ლუკრეცია ტორნაბუონის ვაჟი. ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო მედიჩის ძმა. რომის პაპ კლემენტ VII-ის მამა. მოკლეს პაცის შეთქმულების დროს, რომელიც მისი რძლისა და სიძის თაოსნობით მოეწყო მისი და მისი ძმის მოსაკლავად, თუმცა მისი ძმა სიკვდილს გადაურჩა.

ჯულიანო დაიბადა 1453 ოქტომბერი 28 მარტს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩისა და მისი ცოლის, ლუკრეცია ტორნაბუონის უმცროსი ვაჟი. მისი უფროსი ძმა, ლორენცო ყოველთვის განსაკუთრებული გონიერებით, ერუდირებულობითა და წინდახედულობით ხასიათდებოდა, თუმცა ჯულიანო მასზე გაცილებით უფრო სპორტული და სიმპატიური იყო, რის გამოც მას „ოქროს ბიჭუნას“ ეძახდნენ.

თავდაპირველად იგეგმებოდა ჯულიანოსა და პოიმპინოს სენიორ იაკოპო IV-ის ასულ სემირამიდა არაგონას ქორწინება. ჯულიანომ მისი ცოლად შერთვის პირობაც კი დადო, თუმცა შემდგომში ნიშნობა ჩაშალა.

სემირამიდასთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ, ცნობილი გახდა მისი საიდუმლო რომანის შესახებ გენუელ დიდგვაროვან სიმონეტა ვესპუჩისთან, რომელიც მთელს იტალიაში იყო ცნობილი თავისი სილამაზით, მაგრამ ამერიგო ვესპუჩის ბიძაშვილზე იყო დაქორწინებული. ჯულიანო მას განქორწინებასაც კი სთხოვდა, თუმცა 1476 წელს სიმონეტა სრულიად მოულოდნელად დაიღუპა ტუბერკულოზით.

ამის შემდეგ მან რომანი გააჩაღა თავის საყვარელ ფიორეტა გორინთან, რომელთანაც შეეძინა თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი, სახელად ჯულიო მედიჩი, რომელიც შემდგომში მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომის პაპი გახდა კლემენტ VII-ის სახელით.

მისი ვაჟის გაჩენიდან მალევე, 1478 წლის 26 აპრილს, კვირა დღეს, ფლორენციის სანტა მარია დელა ფიორეს ბაღებში მისმა რძალმა კლარისა ორსინმა და სიძემ მოაწყვეს შეთქმულება, რომელიც ისტორიაში პაცის შეთქმულების სახელითაა ცნობილი. იგი მიზნად ისახავდა ჯულიანოსა და მისი ძმის, ლორენცოს დახოცვასა და შეთქმულთა სახელმწიფო სათავეში მოსვლას. მათ მოახერხეს ჯულიანოს მოკვლა, რომელიც ბაღში სისხლისგან დაიცალა, იგი ამ დროს სულ 25 წლის იყო, ლორენცომ კი თავის გადარჩენა მოახერხა. იგი მისმა სიძემ, ფრანჩესკო პაციმ და ბერნარო ბარონსელმა მოკლეს მახვილით, რომელიც ცხრამეტჯერ გაუყარეს.

  • AA. VV., Medici, Associazioni alberghi del libro d'oro, Nike edizioni 2001
  • M. Vannucci, I Medici. Una famiglia al potere, Roma, Newton Compton Editori, 1994
  • P. Ventrone (cur.), Le temps revient, 'l tempo si rinuova: feste e spettacoli nella Firenze di Lorenzo il Magnifico, Silvana, Milano 1992
  • J. R. Hale, Firenze e i Medici, Mursia, Milano 1980
  • A. Poliziano, Pactianae coniurationis commentarium, cura di A. Perosa, Padova 1958
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ჯულიანო მედიჩი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?