For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ჯეიმზ ჯინსი.

ჯეიმზ ჯინსი

ჯეიმზ ჯინსი
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი, 1877(1877-09-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ორმსკირკი[9]
გარდ. თარიღი 16 სექტემბერი, 1946(1946-09-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (69 წლის)
გარდ. ადგილი დორკინგი[2]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი[9] , ასტრონომი[9] , მწერალი[9] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[9] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[9] და მაუნტ-უილსონის ობსერვატორია[9]
ალმა-მატერი ტრინიტის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი[10]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[11] , სამეფო მედალი[11] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ფრანკლინის მედალი[12] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ღირსების ორდენი[11] , ადამსის პრემია, გატრის ლექცია[13] , honorary doctor of the University of Calcutta, რაინდი-ბაკალავრი და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[14]

ჯეიმზ ჯინსი (ინგლ. Sir James Hopwood Jeans; დ. 11 სექტემბერი, 187716 სექტემბერი, 1946) — ინგლისელი ფიზიკოსი, ასტროფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ჯეიმზ ჰოპვუდ ჯინსი დაიბადა 1877 წლის 11 სექტემბერს ლონდონში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯინსი კემბრიჯის უნივერსიტეტში შევიდა და ფიზიკა-მატემატიკური განათლება მიიღო.

ჯეიმზ ჯინსმა საკუთარი სამეცნიერო მოღვწეობის პირველივე წლებში მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა ფიზიკაში: „აირების დინამიკური თეორია“, „თეორიული მექანიკა“, „კვანტური თეორია და გამოსხივება“. 1914 წლიდან ჯინსის მეცნიერული ინტერესები ასტროფიზიკას დაუკავშირდა. ამ მიმართულებით თავის პირველ ნაშრომში იგი წერდა:

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ფიზიკა და ქიმია — ვრცელი მეცნიერების მხოლოდ გარეუბანია; ჩვენ ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევათა იქით ოკეანეა, რომლის შესწავლას ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ.

ჯინსს აინტერესებდა შორეულ სამყაროთა წარმოშობის, განლაგებისა და მათი განვითარების საკითხები. ამასთან იგი ყველგან და ყოველთვის ფიზიკოსი რჩებოდა. ჯინსის შემოქმედებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ორი ნაშრომი: „კოსმოგონიისა და ვარსკვლავთ დინამიკის პრობლემები“ და „ასტრონომია და კოსმოგგონია“. ამ შრომებში მან შეაჯამა საკუთარი შეხედულებები ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესახებ. ჯინსი წერდა:

ასტრონომ-ფიზიკოსისათვის ყოველი ცალკეული ვარსკვლავი ტიგელია, რომელშიც მატერიაზე მოქმედებს წნევა და ტემპერატურა, რაც სრულიად მიუწვდომელია ჩვენი პლანეტის ფიზიკოსებისათვის.

აღსანიშნავია ჯინსის ჰიპოთეზა:

ვიკიციტატა
„ვარსკვლავების ენერგია შეიძლება გამომუშავდეს ნივთიერების ენერგიად გარდაქმნის ხარჯზე.“

1904 წელს ჯინსმა პირველად წამოაყენა შემდეგი იდეა: მატერიის დადებითი და უარყოფითი ნაწილაკების ანიჰილაციის (გარდაქმნის) შედეგად ეგრეთ წოდებულ „მატერიალურ ენერგიად“ მასის გადასვლა. 1916 წელს ჯინსმა გამოიყენა აინშტაინის ფორმულა და ის მიხედვით ანიჰილაციის ჰიპოთეზა განაზოგადა პროტონებისა და ელექტრონის სრულ გაქრობაზე — მასის ეკვივალენტური ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოსხივებაზე. ანიჰილაციის პროცესი უფრო ღრმად განიხილა პ. დირაკმა ელექტრონის თეორიის დამუშავებისას.

ანიჰილაციის მოვლენის აღმოჩენა და დირაკ-ანდერსონის აღმოჩენა საფუძვლად დაედო ფიზიკის ახალ, მეტად მნიშვნელოვან დარგს — კვანტურ ელექტროდინამიკას — ელექტრომაგნიტური პროცესების კვანტურ თეორიას. ნაწილაკთა სრული ანიჰილაციის იდეა შემდეგ წლებში კიდევ უფრო განავითარეს ასტროფიზიკოსებმა, მაგრამ ჯინსი მცდარ დასკვნამდე მივიდა: მისი აზრით, ყველა ნივთიერება ადრე თუ გვიან გამოსხივებაში უნდა გადასულიყო, რაც ნივთიერი სამყაროს ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა. ასეთი დასკვნა არსებითად სამყაროს სითბური სიკვდილის სხვა ფორმას წარმოადგენდა.

ვარსკვლავების შინაგანი აღნაგობის შესწავლის პროცესში ჯინსმა 1917 წელს წამოაყენა მეტად მნიშვნელოვანი აზრი — ვარსკვლავთ წიაღებში ნივთიერების მთლიანად იონიზირებულ მდგომარეობაში არსებობის შესახებ.

ჯინსის მეცნიერული მოღვაწეობა სიცოცხლეშივე დაუფასდა. იგი 1906 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად, ხოლო შემდეგ სამეფო ასტრონომიული საზოგადოების წევრად და მის პრეზიდენტად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯინსმა განსაკუთრებული პოპულარობა 30-იან წლებში მოიპოვა — ჩვენი მზის სისტემის წარმოშობის კოსმოგონიური ჰიპოთეზის გამოქვეყნების შედეგად.

ჯინსი გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, 1946 წლის 17 სექტემბერს სურეის საგრაფოში. იმ დროისათვის ფიზიკამ და ასტროფიზიკამ დიდ შედეგებს მიაღწია და ჯინსის შეცდომებიც მთლიანად გამოსწორდა. მაგრამ მეცნიერების შეფასებისას მის შეცდომებს კი არ ითვლიან, არამედ იმას აღნიშნავენ, რაც მან მოგვცა ახალი — თავის თანამედროვეებთან შედარებით.

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 183-186, თბ., 1980.
  • А. И. Еремеева, Выдающиеся астрономы мира, М., 1966
  • П. С. Кудрявцев, История физики, т. 3, М., 1971.
  • Scienziati e tecnologi, contemporanei, Val. 1 Milana, 1974.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 McGovern U. Chambers Concise Biographical Dictionaryედინბურგი: Chambers Harrap, 2003. — ISBN 978-0-550-10062-7
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. 11.0 11.1 11.2 English Wikipedia community Wikipedia — 2001.
  12. JEANS J. The Origin of the Solar System // Nature / M. SkipperNPG, Springer Science+Business Media, 1931. — Vol. 128, Iss. 3228. — P. 432–435. — ISSN 1476-4687; 0028-0836doi:10.1038/128432A0
  13. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  14. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ჯეიმზ ჯინსი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?