For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხურიტები.

ხურიტები

ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდში, ხურიტების დასახლებების სავარაუდო ტერიტორია.
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონი – ისინი – სუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინი – ნიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ხურიტები, ხურის ტომებიმითანის სამეფოს ძირითადი მოსახლეობა, ენობრივად ურარტუელთა მონათესავე ტომები. დოკუმენტურად დადგენილია მათი ბინადრობა ჩრდილო შუამდინარეთში (მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ზემო დინებებსა და ხეობებში), რომელიც ძველი ბაბილონური წყაროების მიხედვით, შედიოდა „სუბართუში“, სადაც ცხოვრობდნენ „სუბართელები“- საერთოდ ბაბილონის ჩრდილოეთით მოსახლე ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის ტომები. ვარაუდობენ, რომ ხურიტები ჩრდილოეთ შუამდინარეთის ძველისძველი ბინადარნი არ არიან და გადმოსახლდნენ აღმოსავლეთიდან (ზაგროსის მთიანეთიდან) ანდა ჩრდილოეთიდან (სომხეთის ზეგნიდან, ამიერკავკასიიდან ან ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიიდან). მაგრამ გამორიცხული არ არის ხურიტების ავტოქტონობაც, მით უმეტეს, რომ ხურიტებს მიაკუთვნებენ ასიროიდულ ანთროპოლოგიურ ტიპს. ლაპარაკობდნენ ხურიტულ ენაზე, რომელიც ენათესავება ურარტუულს. სტრუქტურულად ამსგავსებენ ხან ქართველურ (ნ. ნოზაძე), ხან აღმოსავლეთ-კავკასიურ (ი. დიაკონოვი, ს. სტაროსტინი) ენებს.[1] ხურიტები მშვიდობიანი გზით გავრცელდნენ წინა აზიის სხვადასხვა რეგიონში - მდინარე ტიგრის აღმოსავლეთით (არაფხასა და ნუზიში), მდინარე ევფრატის დასავლეთით (აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ სირიაში და სხვაგან). ხურიტული ეთნიკური ელემენტი გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონეთში და სხვაგან. ხურიტებს უკავშირებენ მტკვარ-არაქსის ენეოლითურ კულტურას, რომელიც ახლოსაა ხარბეთ-ქერაქის კულტურასთან (ჩრდილოეთი სირიასა და პალესტინაში). ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, მეზობელ სემიტ ტომებზე. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა არიული ეთნიკური ჯგუფი და განიცადა ხურიზაცია (არიული კვალი შემორჩა მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში). ხური-არიული მითანის დაცემის შემდეგ ხურიტების ძლიერებაც დასუსტდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ხურიტული ეთნიკური ელემენტი შემორჩა ხურიტების ყოფილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ გუზანის სამეფოში, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.

  • Дьяконов И. М., Народы древней Передней Азии. «Переднеазиатский этнографический сборник», т. 1, М., 1958;
  • Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народы Закавказья, ч. 1 - Наири-Урарту, Тб., 1954;
  • Imparati F., Hurriti, Roma, 1964;
  • O‘Callaghan R. T., Aram Naharaim, Roma, 1948
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხურიტები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?