For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხოსე მარტი.

ხოსე მარტი

ხოსე მარტი

ხოსე მარტი
დაბადების სახელი ხოსე ხულინ მარტი ი პერესი
დაბადების თარიღი 28 იანვარი, 1853
ჰავანა, კუბა
გარდაცვალების თარიღი 19 მაისი, 1895
დოს-რიოსი
ეროვნება კუბელი
პროფესია პოეტი
მწერალი
მეუღლე(ები) კარმენ ბასანი
შვილ(ებ)ი ხოსე ფრანცისკო „პეპიტო“ მარტი

ხოსე ხულიან მარტი ი პერესი (ესპ. José Julián Martí y Pérez; დ. 28 იანვარი, 1853, ჰავანა — გ. 19 მაისი, 1895, დოს-რიოსი) — კუბელი რევოლუციონერი და მწერალი, ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეოლოგი და ორგანიზატორი. კუბის ეროვნული გმირი.

ხოსე მარტის ძეგლი, მეხიკო.

დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 16 წლიდან რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება. 1870 წელს დააპატიმრეს და ესპანეთში გადაასახლეს. მადრიდისა და სარაგოსის უნივერსიტეტებში სწავლობდა ფილოსოფიას, ლიტერატურასა და სამართალს. 1875 წლიდან მექსიკასა და გვატემალაში ცხოვრობდა. 1879 წელს დაბრუნდა კუბაში და ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც დააპატიმრეს და კვლავ ესპანეთში გაასახლეს. 1881 წელს გაემგზავრა ვენესუელაში, სადაც დააარსა „რევისტა ვენესოლანა” („ვენესუელის მიმოხილვა”). 1880–1895 ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქვეყნებდა აშშ-ის მმართველი წრეების აგრესიული პოლიტიკის მამხილებელ წერილებს. დაქსაქსული ემიგრანტული ორგანიზაციებისგან მარტიმ შექმნა კუბის რევოლუციური პარტია (კრპ, 1892), რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 1895 წლის 24 თებერვალს კუბის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების ორგანიზაციაში. მარტიმ დააარსა კრპ-ის ცენტრალური ორგანო გაზეთი „პატრია“. აჯანყებაში უშუალო მონაწილეობის მისაღებად 1895 წლის აპრილში მარტი კუბაში დაბრუნდა. ერთი თვის შემდეგ დაიღუპა ესპანელებთან ბრძოლში. მარტი პრაქტიკულ რევოლუციურ მოღვაწეობას უხამებდა რევოლუციისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის საკითხების ღრმა თეორიულ დამუშავებას.

ხოსე მარტი მიჩნეულია კუბაში მოდერნიზმის წინამორბედად. მის პოეზიას ახასიათებს მუსიკალობა, აზრის სინათლე, პლასტიკურობა, უბრალოება (ლირიკული კრებულები „ისმაელილიო“, 1882; „თავისუფალი ლექსები“, გამოქვეყნდა 1913; „უბრალო ლექსები“, 1891 და სხვ.); მარტის ესთეტიკასა და პოლიტიკურ პროზაში წამყვანია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის თემა. მასვე ეკუთვნის სანტიმენტალური რომანი „დამღუპველი მეგობრობა“ (1885), „პიესები მეძავი“ (1874), „სიყვარულს სიყვარულით უხდიან“ (1875) და სხვა.

ხოსე მარტი დაიღუპა დოს-რიოსის ბრძოლაში, 1895 წლის 19 მაისს, მდინარეების კონტრამაესტრესა და კაუტოს შესართავის სიახლოვეს. იგი იყო პრაგმატულ კლასიკური ლიბერალისტი, რომელმაც თავისი ცხოვრება კუბის დამოუკიდებლობას მიუძღვნა. ამასთანავე იბრძოდა კუბაში დემოკრატიის მოსაპოვებლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 458.
  • Martinez Estrada E., Marti revolucionario, t. 1, La Habana, 1967.
  • Визен Л., Хосе Марти, М., 1964.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხოსე მარტი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?