For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხიზი.

ხიზი

ქალაქი
ხიზი
აზერ. Xızı
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ხიზი
კოორდინატები 40°54′40″ ჩ. გ. 49°04′10″ ა. გ. / 40.91111° ჩ. გ. 49.06944° ა. გ. / 40.91111; 49.06944
ცენტრის სიმაღლე 745 მეტრი
მოსახლეობა 1 588
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხიზი — აზერბაიჯანი
ხიზი

ხიზი (აზერ. Xızı) — ქალაქი აზერბაიჯანში, ხიზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ბაქოდან 104 კმ-ში. ხიზი მოსახლეობის რაოდენობით (1600 კაცი) აზერბაიჯანში 66-ე ადგილზეა.

ქალაქი ხიზი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე — სამურის სამხრეთ კალთიდან დევეჩამდე გაშლილ ფენაზე. მთები დაბალია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 958 მეტრზეა — მთა სარაკუ და 2203 მეტრი — დუბრალის მთა. რამდენიმე რაიონში მთის ფერდობები გამოიყენება ზამთრის, ზოგი კი ზაფხულის საძოვრებად.[1]

1921 წლის აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელ ხიზში ცხოვრობდა 803 კაცი (167 კომლი), ძირითადად თათები.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქიდან არც თუ ისე შორს შეიქმნა დასასვენებელი ზონა „ჯანნეტ ბაგი“. ხიზიდან 8 კილომეტრში არის კიდევ ერთი დასასვენებელი ზონა — ყიზილგაზმა. ქალაქის ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია აზერბაიჯანული დრამის დამაარსებლის, ჯაფარ ჯაბარლისა და აზერბაიჯანელი პოეტის, მიქაილ მუშფიგის სახლ-მუზეუმები.[2]

ხიზი ცნობილია ხალიჩების ქსოვით. ხიზის ხალიჩები ბაქოს აზერბაიჯანული ხალიჩების ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც წესი, ხალიჩის შუა ნაწილი იყოფა უჯრედებად დიდი უჯრედების სახით, დანარჩენი კი იალქნებით იფარება. ხალიჩებზე ასევე გამოსახულია სიცოცხლის ხე და გეომეტრიული ნიმუშები.

ცნობილია სიმღერა „ხიზი დაგლარი“, შექმილი კომპოზიტორ ალაკბარ თაგიევის მუსიკასა და ჰაფიზ ბახიშის ტექსტზე.

ხიზში მიმდინარეობდა საბჭოთა მხარტვრული ფილმის „უთავო მხედრის“ გადაღებების ნაწილი.[3]

გამოჩენილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჯაფარ ჯაბარლი — მწერალი და დრამატურგი.
  • ჯაბირ ნოვრუზი — პოეტი, აზერბაიჯანის სახალხო პოეტი.
  • ნიზამი რამზი — აზერბაიჯანული ფოლკლორული კულტურის (მეიხანა) მოღვაწე.
  • მიქაილ მუშფიგი — აზერბაიჯანელი პოეტი.
  • რაფაილ ოზთურქ დაღლი — მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი.
  • ზულეიხა შირინოვა — მწერალი და სცენარისტი.
  1. GoMap. Хызы, Азербайджан. gomap.az. ციტირების თარიღი: 2018-10-22.
  2. „10 незабываемых мест в азербайджанском Хызы: «агатовые» горы, таинственный Бешбармаг и молоканский Алтыагач“ (რუსული). moscow-baku.ru.
  3. Как в Азербайджане появился штат Техас: караван Пойндекстера в горах Хызы, или Всадник без головы. trend.az (2021-06-29). ციტირების თარიღი: 2022-05-10.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხიზი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?