For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი).

ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)

სოფელი
ხიდისთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°57′38″ ჩ. გ. 44°07′55″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 44.13194° ა. გ. / 41.96056; 44.13194
ადრეული სახელები ოხერა
ცენტრის სიმაღლე 580
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3539[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,5 %
სომხები 3,2 %
ოსები 1,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი) — გორის მუნიციპალიტეტი
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში. სათავო სოფელი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. მდინარე ტანის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, გორიდან 3 კილომეტრი.[2] 1921-1930 წლებში იყო გორის მაზრის ხიდისთავის რაიონის ცენტრი.

1905 წლის აპრილის დამდეგს ხიდისთავის გლეხობის მღელვარება გამოიწვია სოფელში კაზაკების ასეულის ჩაყენებამ. აჯანყებულებმა სოფელში დაკეტეს ყველა სავაჭრო, გარეკეს თავადების შინამოსამსახურეები, მოითხოვეს სოფლიდან კაზაკების გაყვანა. გლეხების დასამორჩილებლად სოფელში გორის მაზრის პოლიციამ ახალი, მაშველი ძალა ჩაიყვანა.[3]

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1951 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, გაერთიანდნენ ხიდისთავის სასოფლო საბჭოს სოფლები — ზემო ხიდისთავი (იხ. ოხერა) და ქვემო ხიდისთავი.[4]

მისი მოსახლეობა 3539 ადამიანს შეადგენს, ხოლო კომლთა რიცხვი 2000-მდეა. ხიდისთავის უბნებია: „ჩინეთის უბანი“, „ჭალა“, „ქვაშავი“, „ოხერა“ და „აზნეთი“ სადაც იყო პროფ. სასწავლებელი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 3850 1885 1965
2014[1] 3539 1733 1806

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხიდისთავის კოლმეურნეობა. ძირითადი მიმართულებები იყო მევენახეობა, მებოსტნეობა და მემინდვრეობა. იყო შამპანური ღვინისა და აგურის ქარხნები, სამკერვალო ფაბრიკა.[2] სოფლიდან აღმოსავლეთით 2,5 კმ-ში (უბ. „ლომურა“) მდებარეობს სააგურე თიხის საბადო. თიხა გამოიყენება M-„75“ მარკის აგურისათვის.[6] ადგილობრივი წარმოშობისაა ხიდისთაური ატმები.

ხიდისთავში დაიბადნენ:

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 480.
  3. ვანიშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 125.
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6 (39), გვ. 5, თბ., 1951 წ. ISSN 0203-2023
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  6. ბუნებრივი რესურსები. shidakartli.gov.ge. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2020.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?