For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ცაიში.

ცაიში

სოფელი
ცაიში

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი სოფელ ცაიშში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ცაიში
კოორდინატები 42°26′00″ ჩ. გ. 41°48′10″ ა. გ. / 42.43333° ჩ. გ. 41.80278° ა. გ. / 42.43333; 41.80278
ცენტრის სიმაღლე 50
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1526[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცაიში — საქართველო
ცაიში
ცაიში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ცაიში

ცაიშისოფელი, ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ცაიში, ცაცხვი, ჩხოუში). სოფელში არის რკინიგზის სადგური სენაკი-ზუგდიდის ხაზზე. IX საუკუნიდან წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრას. სოფელში დგას XIII-XIV საუკუნეების ეკლესია, ასევე XVII საუკუნის ეკლესია „ჯეგეთა“.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1526 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2244 1032 1212
2014[1] 1526 720 806

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჯუმის სანაპირო, ზღვის დონიდან 50 მეტრი.

ცაიშის რელიეფი მრავალფეროვანია. აქ გვხვდება მაღლობები, დაბლობები, ზეგანი, ვაკე და მთები. ცაიში შავმიწანიადაგიან რაიონებს ეკუთვნის, რითაც უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. არის მეწყერული ადგილებიც. არის ასევე კირქვიანი ნიადაგი.

ცაიშის მიდამოებში ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, რბილი, უთოვლო ზამთრით და თბილი, ნოტიო ზაფხულით. ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 20 °C-ია. ყველაზე თბილი თვის (ივლისის) ტემპერატურა 30 °C-ია. ნალექების წლიური რაოდენობა 1400-3000 მმ-ის ფარგლებში მერყეობს.

ცაიშის ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. აქ გვხვდება 400–600 წლის ხემცენარეები. ასეთია ხემცენარე ძელქვა, რომელიც მხოლოდ იაპონიასა და საქართველოშია შემორჩენილი. სოფელში არის ძელქვის კორომი.

ასევე ცაიშის ღვთისშობლის ეკლესიის ეზოში გვხვდება უზარმაზარი ცაცხვის ხე, ვარაუდით არის 600 წლის. იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ეზოში არის მაგნოლია 100 წლის. ხარობს იშვიათი ჯიშის ყურძენი-იზაბელა. (ეს მცენარე ვახუშტი ბატონიშვილს მიჰქონდა აფხაზეთში, მაგრამ როცა შეამჩნია, რომ მცენარე გზაში კვდებოდა, ცაიშში დატოვა. სწორედ ამ მოვლენას შეიძლება მივაკუთნოთ იზაბელას გავრცელება სამეგრელოში). ასევე ხარობს კოლხური ბზა, ლუფა, ტუნგო, ევკალიპტი, დაფნა, ურთხელი.

ცაიშის ტყეში ცხოვრობს: მგელი, ტურა, მაჩვი, ნუტრია. ფრინველებიდან – ბეღურა, ყვავი, შაშვი.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ცაიში
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?