For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for შერილ ლი.

შერილ ლი

შერილ ლი

ლი 2014 წელს
დაბადების სახელი შერილ ლინ ლი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1967
აუგსბურგი, ბავარია, გერმანია
ალმა-მატერი კოლორადოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1986-დღემდე

შერილ ლინ ლი (ინგლ. Sheryl Lynn Lee; დ. 22 აპრილი, 1967, აუგსბურგი, ბავარია, გერმანია) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. მისი ყველაზე ცნობილი როლებია ლორა პალმერი და მედი ფერგიუსონი დევიდ ლინჩის ცნობილ სერიალში „ტვინ პიქსი“ (1990). იგი ასევე თამაშობს „ტვინ პიქსის მიხედვით შექმნილ ფილმში, სახელწოდებით „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“. სერიალის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა.

შერილ ლის ათეულობით ფილმში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის არის ჯონ კარპენტერისვამპირები“ (1998).

ლი აუგსბურგში, ბავარიაში (გერმანია) დაიბადა. დედამისი მხატვარი, ხოლო მამამისი კი არქიტექტორი იყო. იგი სამი შვილიდან პირველია. ლი კოლორადოს შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ პასადენაში, კალიფორნიაში გადავიდა, სადაც იგი დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც ლი ჩრდილო-კაროლინას ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. ასევე სწავლობდა დენვერის ეროვნულ კონსერვატორიაში და კოლორადოს უნივერსიტეტში.

ლის პირველი სატელევიზიო როლი დევიდ ლინჩის სერიალში, „ტვინ პიქსში“, ლორა პალმერის როლში ჰქონდა. მან ასევე შეასრულა გლინდას როლი ლინჩის ფილმში „გულით ველურნი“ (1990).

ლიმ ითამაშა „ტვინ პიქსის“ მიხედვით გადაღებულ ფილმში, სახელწოდებით „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ (1992).

1992 წელს ლიმ ალ პაჩინოსთან ერთად ბროდვეის სპექტაკლში ითამაშა, სახელწოდებით „სალომე“. სპექტაკლი ოსკარ უაილდის პიესაზეა დაფუძნებული. მასში ასევე სიუზან ბერტიში, ესაი მორალესი და არნოლდ ვოსლო თამაშობდნენ.

შერილ ლი 1990 წელს

1995 წელს ითამაშა გარი ვალკოვის ფილმში, „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“, რომელიც ფიოდორ დოსტოევსკის იმავე სახელწოდების მქონე მოთხრობის ადაპტაციაა.

1996 წელს მონაწილეობა მიიღო კურტ ვონეგუტის მოთხრობაზე დაფუძნებულ ფილმში, სახელწოდებით „დედა ღამე“ (1996, რეჟ. კიტ გორდონი).

1998 წელს შეასრულა კატრინას როლი ჯონ კარპენტერის ფილმში „ვამპირები“. მასთან ერთად ჯეიმზ ვუდსი და დენიელ ბოლდვინი თამაშობდნენ.

2010 წელს შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი (ეიპრილი), დებრა გრანიკის ფილმში, სახელწოდებით „ზამთრის ძვალი“, რომელმაც 2010 წლის სანდენსის კინოფესტივალზე საუკეთესო სურათის ნომინაციაში გაიმარჯვა.

2011 წელს ლიმ ლუსი სლიგერის როლი შეასრულა თრილერის ჟანრის ფილმში „ტეხასის სიკვდილის ველი“. მასთან ერთად ფილმში მონაწილეობას იღებენ ჯესიკა ჩესტეინი, სემ ვორტინგტონი და ქლოი გრეის მორეცი.

2016 წელს ჰქონდა მცირე როლი ვუდი ალენის ფილმში „მაღალი საზოგადოება“. ფილმის პრემიერა 2016 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

ლი ასრულებს ლორა პალმერის როლს დევიდ ლინჩის ტელესერიალში „ტვინ პიქსი“ (2017). იმავე სერიალში ლი ასევე ქერი პეიჯის როლს თამაშობს.

2019 წელს ლი თეატრს დაუბრუნდა და ჯუდ ნელსონთან ერთად ითამაშა სპექტაკლში „სასიყვარულო წერილები“.

შერილ ლი 2000 წელს ფოტოგრაფ ჯესი დეიმონდზე დაქორწინდა. იგი ცნობილი მომღერლისა და ლირიცისტის, ნილ დეიმონდის შვილია. მათ 2000 წელს შვილი, ელაიჟა შეეძინათ.

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1990 „გულით ველურნი“ Wild At Heart გილდა
1992 „ტვინ პიქსი: მომყევი, ცეცხლო“ Twin Peaks: Fire Walk With Me ლორა პალმერი
1992 „გოგონა ჯერსიდან“ Jersey Girl ტარა
1993 „მისტერ ჯოუნსი“ Mr. Jones ჯუნი
1994 „Backbeat“ Backbeat ასტრიდ კირშერი
1994 „არ გააკეთო ეს“ Don't Do It მიშელი
1995 „შემოდგომის დრო“ Fall Time პეტი/ქეროლი
1995 „მოწიწება“ Homage ლუსი სემუელი
1995 „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ Notes from Underground ლიზა
1996 „დედა ღამე“ Mother Night ჰელგა ნოტი/რესი ნოტი
1997 „ეს სამყარო, შემდეგ კი ფეიერვერკები“ This World, Then the Fireworks ლოის არშერი
1997 „ნეტარება“ Bliss მარია
1997 „სისხლიანი ფორთოხლები“ The Blood Oranges ფიონა
1998 „ვამპირები“ Vampires კატრინა
1998 „აკოცე ცას“ Kiss The Sky ენდი
1998 „დანტეს თვალთახედვა“ Dante's View სემ კინგსლი
1999 „ანგელოზის ცეკვა“ Angel's Dance ანჟელიკა „ანჟელ“ ჩეისტი
2002 „ბავშვები თავიანთ დაბადების დღეებზე“ Children on Their Birthdays ელინორ მერფი
2006 „სამოთხე, ტეხასი“ Paradise, Texas ბეტსი კინი
2010 „ზამთრის ძვალი“ Winter's Bone ეიპრილი
2011 „ტეხასის სიკვდილის ველი“ Texas Killing Fields ლუსი სლიგერი
2014 „თეთრი ჩიტი ქარბუქში“ White Bird in a Blizzard მეი
2014 „ჯეკი და რაიანი“ Jackie & Ryan მირიემი
2014 „არასოდეს, ჩემო სიყვარულო“ Never My Love ჯუდი
2016 „ხელახლა დაბადება“ Rebirth აირი
2016 „მაღალი საზოგადოება“ Café Society კარენ სტერნი
2018 „მომაკვდინებელი მეცნიერები“ Deadly Scholars ემილი ჰოჯსი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
შერილ ლი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?