For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ღვია.

ღვია

ღვია

წითელი ღვია (J. oxycedrus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  ღვია
ლათინური სახელი
Juniperus L., 1753

ღვია[1] (ლათ. Juniperus) — მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. ერთ- ან ორსახლიანი მარადმწვანე ხეები ან ბუჩქებია; სინათლის მოყვარული, სიმშრალის ამტანი, ყინვაგამძლე და ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნი. ხემაგვარი ღვიები ქმნიან ნათელ ტყეებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ რაიონებსა და მექსიკაში. ამას გარდა გავრცელებული არიან ყირიმის, კავკასიის, შუა აზიისა (სადაც „არჩა“ ეწოდება) და შორეული აღმოსავლეთის ტყის ზონაში, ტყე-ტუნდრასა და მთიან რაიონებში.[2]

ფოთლები ნემსისებრი და მჩხვლეტიაა, განლაგებულია რგოლებში სამ-სამად, ზოგჯერ კი ქერცლისებრი, ყლორტებზე მიკრული და ჯვარედინ-წყვილად განლაგებული. მამრობითი გირჩები განლაგებულია წინა წლის ყლორტების ფოთლის უბეებში და შედგება ქერცლისებრი სპოროფილებისაგან. მდედრობითი გირჩები ბურთისებრია, კენკრისმაგვარი (ე.წ. გირჩანაყოფი), ხორციანი შეზრდილი ქერცლებით, არ იხსნება.[3]

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 70-მდე სახეობაა, მათგან რამდენიმე — საქართველოში. მთის შუა სარტყლის ტყეებში ფართოდ (ყოფ. გრძელწიწვიანი ღვია, J. oblonga[4]) და აჭარაში სუბალპურ და ალპურ სარტყლებში კლდეებზე (ყოფ. ქონდარა ღვია, J. pygmaea[5]) გავრცელებულია ჩვეულებრივი ღვიის ვარიაცია J. communis var. saxatilis (ზოგიერთი წყაროთი ეს სახეობები არ წარმოადგენს J. communis var. saxatilis-ის სინონიმებს და დამოუკიდებელი სახეობებია). იგი ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, რომლის სიმაღლე 10 მ აღწევს. ტყის ზედა საზღვარზე სუბალპურ და ალპურ სარტყელში ნაშალებზე, ქვიან, კლდოვან ფერდობებზე გვხვდება კაზაკური ღვია (J. sabina), რომელიც ხშირად ქმნის რაყას; დაბალია, 1,5 მ-მდე სიმაღლის გართხმული ბუჩქია, უსიამოვნო სუნიანი. ნორჩი მწვანე ტოტები და გირჩები შეიცავს C ვიტამინს, ეთეროვან ზეთს, რომელსაც მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ. ორივე სახეობას ფერდობების გასამაგრებლად და გასამწვანებლად იყენებენ. შავი ანუ მყრალი ღვია (J. foetidissima) და მრავალნაყოფა ანუ დედალი ღვია (J. polycarpos) მეჩხერი ტყეების კომპონენტებია.[2] აღმოსავლეთ აშშ-ში იზრდება ვირჯინიული ღვია (J. virginiana) — 15–30 მ სიმაღლის ტყეწარმომქმნელი ხე; მისი ვარდისფერბირთვიანი მერქანი გამოიყენება ფანქრების დასამზადებლად, მისგან იღებენ ზეთს, რომელსაც იყენებენ ინსექტიციდად, და იმერსიულ ზეთს მიკროსკოპიისათვის. ჩვეულებრივი ღვია (J. communis) 8–12 მ სიმაღლის ორსახლიანი ბუჩქი ან ხეა, აქვს ნემსისებრი ფოთლები. შავ-ლურჯი გირჩანაყოფი ხშირად ვეჟანი ნაფიფქითაა, მწიფდება მე-2 წელს; შეიცავს 0,5–1,5% ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ღვინისა და ლიქიორის არომატიზაციისათვის, ჯინის წარმოებაში.[3]

ღვიის მრავალი სახეობა დეკორატიულია, ხშირად ბაღ-პარკებში ამრავლებენ გასამწვანებლად. მწიფე გამხმარი ნაყოფის ნაყენს მედიცინაში შარდმდენ საშუალებად იყენებენ.[2]

ქართლურად (მცხეთა, საგურამო) ეწოდება ტუია; ქიზიყურადღვიო; ინგილოურადარჩან; აჭარულადოდაღაჯი; სვანურადჭყერი, ჭყერუ.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ღვია // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. 2.0 2.1 2.2 ივანიშვილი მ., ღვია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 587.
  3. 3.0 3.1 Баландин С. А. Можжевельник // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 602.
  4. Juniperus oblonga M.Bieb. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2021
  5. Juniperus pygmaea K.Koch. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-31. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2021
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ღვია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?