For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ღები.

ღები

სოფელი
ღები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი
თემი ღები
კოორდინატები 42°45′50″ ჩ. გ. 43°30′25″ ა. გ. / 42.76389° ჩ. გ. 43.50694° ა. გ. / 42.76389; 43.50694
პირველი ხსენება 1503
ცენტრის სიმაღლე 1350
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 296[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღები — საქართველო
ღები
ღები — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ღები

ღებისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ღები, გონა, პატარა ღები). მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1350 მეტრი. ონიდან 35 კილომეტრი. სოფელში მოიპოვება ანტიმონიუმი.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 296 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1901[3] 1936 1013 923
2002[4] 492 215 277
2014[1] 296 135 161

სოფელ ღების (ღები—სვანურ. „ღებ“—ნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს) დაარსებას ხალხური თქმულება მიაწერს ლეჩხუმიდან გამოქცეულ ვიღაც მღებავს, რომელსაც თურმე იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას აქეთ ხელი მიუყვია თავისი ხელობა-მღებრობისათვის და ამ სოფელსაც ღები დარქმევია. შემდეგ ღები სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით მოშენებულა. პირველად აქ უნდა გადმოსახლებულიყო ჩვეშოდან ლობჯანიძეების წინაპარი ხოშიტა ლობჯანიძე, რომელიც დაბინავებულა რიონის მარჯვენა მხარეზე და თავისი კოშკიც აუშენებია.

გადმოცემის თანახმად თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიადა ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გაგნიძე, რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია. ქალს დოდუკი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ — ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.

ღები საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.

ვახუშტი ბაგრატიონი ღების შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„...ღები, ...დაბა მოზღუდვილი და კოშკოვანი გოდლოვანი... ხოლო ჭიდროთას ზეით ეს ადგილნი, რომელნი დავსწერეთ, არიან ვითარცა სხუა მთის ადგილნი, მოსავლით, ნაყოფით, პირუტყჳთ, მაგარი, ვიწრო და შეუალი მტერთაგან. სარწმუნოებით ქრიესტეანნი, ქართველთა თანა, არამედ უმეცარნი ამისაცა. “
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X, თბ., 1986. — გვ. 584.
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. გვ. 769 სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო.“ თბილისი 1973
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ღები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?