For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი).

ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი
ქაქუთი

ჩოლოქის ბრძოლის (1854) გეგმა. მასზე დატანილია სოფელი ქაქუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქაქუთი
კოორდინატები 41°51′32″ ჩ. გ. 41°57′28″ ა. გ. / 41.85889° ჩ. გ. 41.95778° ა. გ. / 41.85889; 41.95778
ადრეული სახელები გაღმა ქაქუთი
ცენტრის სიმაღლე 320
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1211[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %, რუსები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

ქაქუთი, გაღმა ქაქუთისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქაქუთი, აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი). მდებარეობს მესხეთის ქედის დასავლეთით, მდინარე ჩოლოქის მარცხნივ, ზღვის დონიდან 320 მ., ქობულეთიდან 20 კმ. სოფელში დგას მართლმადიდებლური ეკლესია. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1211 კაცი[1].

სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ სვანური წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი გურიელებს ჰყავდათ ოდიშიდან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ ჭანიეთზე უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულის პირი ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. ქაქუთი გამოღმა ქაქუთთან ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში.[2] მდინარე ჩოლოქი მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე ჩოლოქის სამხრეთით.[3] სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალფეხო ხიდით. 1854 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ჩოლოქის ბრძოლა. 1898 წელს სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლა, რომელიც დღეს მოქმედებს როგორც საჯარო სკოლა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[4] 122
2002 1438[5]
2014 1211[1]
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. გაზეთი „კვალი“ N22 – 1896 წ.
  3. ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?