For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ფრენის ჩამწერი.

ფრენის ჩამწერი

ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: ((subst:ვიკიფიცირება/info|ფრენის ჩამწერი))
თანამედროვე ფრენის მონაცემების ჩამწერი; უკიდურეს მარჯვენა მხარეს ნაცრისფერი ცილინდრი არის წყალქვეშა ლოკატორი. (წარწერა ფრანგულად ითარგმნება, როგორც: „ფრენის ჩამწერი, არ გახსნათ“) გაფრთხილება ინგლისურად წერია მეორე მხარეს.
საბჭოთა MS-61, ცივი ომის დროინდელი კაბინაში ხმის ჩამწერი ამოღებული MiG-21-დან

ფრენის ჩამწერი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავშია მოთავსებული საავიაციო ავარიებისა და ინციდენტების გამოძიების ხელშეწყობის მიზნით. მას ხშირად "შავი ყუთი" ეწოდება, თუმცა ეს ტერმინი მოძველებულია, რადგან დღესდღეობით, ეს მოწყობილობები კაშკაშა ნარინჯისფრად არის შეღებილი, რათა მათი პოვნა ავარიის შემდეგ გამარტივდეს. მოწყობილობა საფრენის კუდშია მოთავსებული, რადგან მანდ გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

ფრენის ჩამწერი მოწყობილობების ორი ტიპი არსებობს: ფრენის მონაცემთა ჩამწერი (FDR), რომელიც ინახავს ფრენის უახლეს ისტორიას, წამში რამდენჯერმე შეგროვებული ათობით პარამეტრის ჩაწერით; და კაბინის ხმის ჩამწერი (CVR), რომელიც ინახავს კაბინაში არსებული ხმების უახლეს ისტორიას, მათ შორის პილოტების საუბრებს. ეს ორი მოწყობილობა შეიძლება ერთიან ერთეულში გაერთიანდეს. FDR და CVR ერთად ობიექტურად აღრიცხავენ თვითმფრინავის ფრენის ისტორიას, რაც შემდგომ გამოძიებას ხელს უწყობს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეგულაციები, ფრენის ჩამწერების მწარმოებლებს ავალდებულებს, გაუძლნ მძიმე ავარიულ პირობებს, რაც შეიძლება, რომ ფრენის დროს წარმოიქმნას. EUROCAE ED-112 სტანდარტების მიხედვით, ისინი უნდა უძლებდნენ 3400 ჯი გადატვირთვებს და 1,000 °C (1,830 °F)-ზე მეტ ტემპერატურას. შეერთებულ შტატებში ამ მოწყობილობების გამოყენება 1967 წლიდან არის სავალდებულო. 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების, ფრენა 370-ის დაკარგვის შემდეგ, კომენტატორებმა მოითხოვეს მონაცემების მიწაზე გადაცემა და ასევე წყალქვეშა ლოკატორის ბატარეის გახანგძლივება.

Fairchild A100 კაბინის ხმის ჩამწერი, გამოფენილია Deutsches Museum-ში. არის ძველი სტანდარტით შექმნილი მაგნიტური ლენტი, TSO C84. გვერდზე ტექსტი ფრანგულად ითარგმნება: „ფრენის ჩამწერი, არ გახსნათ“.

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დადასტურებული ფრენის ჩამწერის შექმნის მცდელობა განხორციელდა 1939 წელს საფრანგეთში, ფრანსუა ჰუსენოსა და პოლ ბოდუენის მიერ, ფრენის ტესტირების ცენტრში. მათ მიერ შემუშავებული "HB ფრენის ჩამწერი" იყო ფოტოგრაფიაზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელიც ჩანაწერებს აკეთებდა 8 მეტრი (8.7 იარდი) სიგრძის და 88 მილიმეტრი (0.289 ფუტი) სიგანის ფოტოფილმზე. მონაცემების (მაგალითად, სიმაღლე, სიჩქარე) ჩასაწერად გამოყენებული იყო სინათლის წვრილი გამოსხივება, რომელიც დახრილი სარკის საშუალებით მონაცემთა სიდიდის მიხედვით აღბეჭდავდა ფირზე გამოსახულებას. 1941 წელს შეუკვეთეს 25 "HB" ჩამწერის პროტოტიპი, რომელსაც 1970-იან წლებამდე ტესტირების ცენტრებში იყენებდნენ.[1]

GEE სადესანტო აღჭურვილობა, R1355 მიმღებით მარცხნივ და ინდიკატორის ერთეულის ტიპი 62A "შავი ყუთი" მარჯვნივ.

ტერმინი „შავი ყუთი“ წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში, როცა მას იყენებდნენ საიდუმლო რადიო, რადარის და სანავიგაციო მოწყობილობებისთვის, რომლებიც მოთავსებული იყო შავ, არაამრეკლავ ყუთებში. ეს ტერმინი პირველად გამოჩნდა 1945 წლის მაისის სტატიაში, სადაც აღწერილია RAF-ის რადარის გამოყენება სამოქალაქო თვითმფრინავებზე.[2] (ტერმინი „ შავი ყუთი “ სხვაგვარი მნიშვნელობით გამოიყენება მეცნიერებასა და ინჟინერიაში, რომლითაც აღინიშნება მოწყობილობა, სისტემა ან ობიექტი, რომელიც აღქმულია მასში შემავალი (საწყისი) და გამომავალი (გადამუშავებული) ინფორმაციის ჭრილში.)

ფრენის მონაცემების ჩამწერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტიპიური ფრენის ჩამწერი
კაბინაში ხმის ჩამწერი და ფრენის მონაცემების ჩამწერი, თითოეულს წინა მხარეს აქვს წყალქვეშა გადამცემი ლოკატორი
წყალქვეშა გადამცემი ლოკატორი; ბურთულიანი კალამი მაშტაბისთვის
კაბინაში ხმის და მონაცემთა ჩამწერი (CVDR), დამაგრებული ULB-ით, რომელიც ჩანს დანადგარის მარცხენა მხარეს
ფრენის მონაცემთა ჩამწერი და კაბინის ხმის ჩამწერი, რომლებიც დამონტაჟებულია მათი სამაგრის უჯრებზე თვითმფრინავის უკანა ფიუზელაჟში.
მონაცემთა ჩამწერი დამსხვრეული MU5735-იდან

ფრენის მონაცემთა ჩამწერი (FDR; ასევე ცნობილია როგორც ADR, ავარიის მონაცემთა ჩამწერი) არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავში ელექტრონული სისტემებისთვის გაგზავნილი ინსტრუქციების ჩასაწერად.

FDR-ის მონაცემები გამოიყენება ავარიებისა და ინციდენტების გამოძიებისთვის. ეს მოწყობილობები შექმნილია, რომ გაუძლოს მაღალსიჩქარიან ზემოქმედებასა და ინტენსიურ სიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად „შავ ყუთად“ მოიხსენიებენ, FDR დაფარულია კაშკაშა ნარინჯისფერი საღებავით, რათა ნამსხვრევებში ადვილად შესამჩნევი იყოს. მოწყობილობა, როგორც წესი, თვითმფრინავის კუდის ნაწილშია დამონტაჟებული. ავარიის შემდეგ, FDR-ის პოვნა მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან სწორედ მასზე არსებული ინფორმაციით ხდება გამომწვევი მიზეზების დადგენა.

თანამედროვე FDR-ები იწერენ მნიშვნელოვან ფრენის პარამეტრებს, როგორიცაა მართვის პოზიციები, ძრავის მონაცემები და დრო. რეგულაციების მიხედვით, სავალდებულოა მინიმუმ 88 პარამეტრის ჩაწერა, თუმცა ზოგიერთი სისტემა უფრო მეტ ცვლადს აკონტროლებს. მონაცემები, როგორც წესი, იწერება წამში რამდენჯერმე, ხოლო სწრაფი ცვლილებების შემთხვევაში, ზოგიერთი სისტემა უფრო მაღალი სიხშირით ინახავს მონაცემებს. FDR-ები ჩვეულებრივ 17-25 საათის მონაცემებს უწყვეტ რეჟიმში ინახავენ. სავალდებულოა FDR-ის ყოველწლიური შემოწმება, რათა დადგინდეს, რომ ყველა საჭირო პარამეტრი სწორად იწერება. ბევრი თვითმფრინავი აღჭურვილია „Event“ ღილაკით, რომლითაც ეკიპაჟი პრობლემის შემთხვევაში სიგნალს ამატებს ჩანაწერში. [3]

თანამედროვე FDR-ები, როგორც წესი, ორმაგად არის შეფუთული მტკიცე, კოროზიისადმი მდგრადი უჟანგავი ფოლადით ან ტიტანით, შიგნით კი გააჩნია მაღალტემპერატურული იზოლაცია. ისინი აღჭურვილია წყალქვეშა გადამცემი ლოკატორი, რომელიც ულტრაბგერით „პინგს“ გამოსცემს, რათა ჩაძირვის შემთხვევაში მისი პოვნა გაადვილდეს. ლოკატორი მუშაობს 30 დღის განმავლობაში და ფუნქციონირებს 6,000 მეტრის სიღრმემდე.[4][5]

კაბინაში ხმის ჩამწერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კაბინის ხმის ჩამწერის ორივე მხრიდან

კაბინაში ხმის ჩამწერი (CVR) გამოიყენება საფრენი აპარატის კაბინაში, იყენებს სამ მიკროფონს: ერთი იწერს მფრინავის და ავიამეთვალყურის შორის კომუნიკაციას, მეორე პილოტებს შორის საუბარს და მესამე კაბინის ხმებს.

2021 წელს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ჩაწერის ხანგრძლივობა 25 საათამდე გაზარდა, ხოლო 2023 წელს FAA-მ დააინიცირა, რომ 25-საათიანი ჩაწერის მოთხოვნა გავრცელდეს ყველა მოწყობილობაზე და არა მხოლოდ ახლად წარმოებულებზე.

  1. Black Box History, May 22, 2020, https://www.nativekhabar.com/india/black-box-plane-flight-data-recorder-aeroplane/5731. წაკითხვის თარიღი: May 22, 2020 დაარქივებული January 25, 2022[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. Flight, 'Radar for Airlines' (May 2, 1945). ციტირების თარიღი: February 13, 2019
  3. Aircraft Electronics + Electrical Systems: Flight data and cockpit voice recorders. A Measurement-Testing network. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 11, 2018. ციტირების თარიღი: March 27, 2019
  4. FLIGHT DATA RECORDER OSA - TM-1-1510-225-10_280. ციტირების თარიღი: August 29, 2021
  5. SSFDR Solid State Flight Data Recorder, ARINC 747 - TSO C 124 - ED 55.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ფრენის ჩამწერი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?