For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ფილიპე I (კასტილია).

ფილიპე I (კასტილია)

ფილიპე I
Felipe el Hermoso
კასტილიისა და ლეონის მეფე
მმართ. დასაწყისი: 27 ივნისი, 1506
მმართ. დასასრული: 25 სექტემბერი, 1506
წინამორბედი: ხუანა I
მემკვიდრე: ხუანა I
ბურგუნდიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 22 მარტი, 1482
მმართ. დასასრული: 25 სექტემბერი, 1506
წინამორბედი: მარია ბურგუნდიელი
მემკვიდრე: კარლ V
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივლისი, 1478
დაბ. ადგილი: ბრიუგე, ფლანდრია
გარდ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1506
გარდ. ადგილი: ბურგოსი, კასტილია
მეუღლე: ხუანა I
შვილები: 1.ელეონორი, საფრანგეთის დედოფალი
2.კარლ I, ესპანეთის მეფე
3.იზაბელა, დანიის დედოფალი
4.ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
5. მარია, უნგრეთის დედოფალი
6.ეკატერინე, პორტუგალიის დედოფალი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: მაქსიმილიან I
დედა: მარია ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიპე I ლამაზი (ესპ. Felipe el Hermoso; დ. 22 ივლისი, 1478, ბრიუგე, ფლანდრია — გ. 25 სექტემბერი, 1506, ბურგოსი, კასტილია) — ბურგუნდიის ჰერცოგი 1482 წლიდან ფილიპე IV სახელით. კასტილიისა და ლეონის სამეფოს თანამმართველი 1506 წლიდან ფილიპე I სახელით. ესპანეთის ტახტზე ჰაბსბურგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი.

ფილიპე იყო ავსტრიის ერც-ჰერცოგისა და შემდეგ საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მაქსიმილიან I-ისა და მარია ბურგუნდიელის, ბურგუნდიის ჰერცოგის ქალიშვილის შვილი. მას სახელი დაარქვეს ფილიპე III-ის პატივსაცემად. 1482 წელს ნადირობისას მოულოდნელად გარდაიცვალა ფილიპეს დედა და ბურგუნდიის საჰერცოგო მის ხელში გადავიდა. მცირეწლოვანი ჰერცოგის რეგენტი გახდა მისი მამა მაქსიმილიან I. თუმცა ნიდერლანდების მოსახლეობისა და თავადაზნაურობის დიდი ნაწილი განსხვავებით ფილიპესაგან, მას მხარს არ უჭერდა. მათ შორის კონფლიქტი გაართულა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის პრეტენზიებმა მარია ბურგუნდიელის მემკვიდრეობაზე. არასის 1482 წლის ხელშეკრულებით ფრანშ-კონტე და არტუა საფრანგეთს გადაეცა.

1496 წელს ფილიპე I ლამაზი დააქორწინეს ხუანა I-ზე, ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის ქალიშვილზე.

ესპანეთში მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1502 წელს ფილიპემ და მისმა მეუღლემ ხუანამ ესპანეთში ვიზიტი დაასრულეს. კასტილიის კორტესებმა ხუანა ტახტის კანონიერ მემკვიდრედ აღიარეს. არაგონში ეს გადაწყვეტილებას არ მოეწონათ. ისინი ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი ფილიპეს ხელისუფლებაში მოსვლისადმი. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ აშკარა გახდა ხუანას ფსიქიკური ავადმყოფობა. იგი პერიოდულად დეპრესიაში ვარდებოდა, ურთიერთობა მეუღლეებს შორის გართულდა და ცალ-ცალკე ცხოვრება დაიწყეს. 1503 წელს ფილიპე თავის უფროს შვილ კარლოსთან ერთად ნიდერლანდებში დაბრუნდა. ხუანა მადრიდში დატოვეს, რომელიც ამ დროს ფეხმძიმედ იყო მეორე შვილზე, ფერდინანდ I-ზე.

1504 წლის 26 ნოემბერს კასტილიის დედოფალი ისაბელ I გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გახდა ხუანა, ხოლო ფილიპე თანამმართველად აღიარეს. 1506 წლის 27 ივნისს ფილიპესა და ფერდინანდს შორის დაიდო ვილიაფაფილის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფილიპე აღიარეს კასტილიის მეფედ, ხუანა კი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს ხელისუფლებას.

ფილიპეს მმართველობა ესპანეთში დიდხანს არ გაგრძელებულა. ბურთის თამაშის შემდეგ დალია ცივი წყალი, გაცივდა და 1506 წლის 25 სექტემბერს 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ხუანა საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან და რეგენტობა მამამისის, ფერდინანდ არაგონელის ხელში გადავიდა. ფილიპეს მემკვიდრე გახდა მისი უფროსი შვილი კარლ V.

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა წოდება მეუღლე გარდ. ასაკი
ელეონორი 15 ნოემბერი

1498

25 თებერვალი

1558

საფრანგეთისა

და

პორტუგალიის

დედოფალი

  1. მანუელ I
  2. ფრანსუა I
59 წლის
კარლ V 24 თებერვალი

1500

21 სექტემბერი

1558

საღვთო რომის

იმპერატორი

და ესპანეთის

მეფე

ისაბელ

პორტუგალიელი

58 წლის
იზაბელა 18 ივლისი

1501

19 იანვარი

1526

დანიის,

ნორვეგიისა

და შვედეთის

დედოფალი

კრისტიან II 24 წლის
ფერდინანდ I 10 მარტი

1503

25 ივლისი

1564

საღვთო რომის

იმპერატორი,

ავსტრიის

ერცჰერცოგი

და უნგრეთის

მეფე

ანა იაგელონი 61 წლის
მარია 15 სექტემბერი

1505

18 ოქტომბერი

1558

უნგრეთის,

ჩეხეთისა და

ხორვატიის

დედოფალი,

ჰოლანდიის

შტატჰალტერი

ლაიოშ II 53 წლის
ეკატერინე 14 იანვარი

1507

12 თებერვალი

1578

პორტუგალიის

და ალგარვის

დედოფალი

ჟუან III 71 წლის
  • Cauchies, Jean-Marie (2003). Philippe le Beau: le dernier duc de Bourgogne. Turnhout: Brepols.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ფილიპე I (კასტილია)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?