For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for უილიამ გოპალავა.

უილიამ გოპალავა

უილიამ გოპალავა
უილიამ გოპალავა
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მაისი 1972 – 4 თებერვალი 1978
პრემიერ-მინისტრი  სირიმავო ბანდარანაიკე
მემკვიდრეჯუნიუს ჯაიევარდენე

დაბადებული17 სექტემბერი 1897
მატალე ცეილონი
გარდაცვლილი31 იანვარი 1981
კოლომბო შრი-ლანკა
ეროვნებასინჰალი
მეუღლესილავათი რამბუკველა გოპალავა
რელიგიაბუდიზმი

უილიამ გოპალავა (ტამილურ ენაზე வில்லியம் கொபல்லாவ, დ. 17 სექტემბერი, 1897, მატალე, ცეილონი — გ. 31 იანვარი, 1981, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკელი პოლიტიკოსი, ცეილონის გენერალ-გუბერნატორი (1962-1972) და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1972-1978).

უილიამ გოპალავა დაიბადა 1897 წლის 17 სექტემბერს მატალეს რაიონის სოფელ დალიუ მაჰა უოლოვაში. დაწყებითი განათლება ამავე სოფლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლობდა კანდის ჯერ წმინდა იოანეს შემდეგ კი ბუდისტურ კოლეჯში. 1920 წელს კი ჩაირიცხა ცეილონის სამართლის სკოლაში.

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1926 წელს აირჩიეს მატალეს ქალაქის საბჭოში. ამ თანამდებობაზე იგი 1939 წლამდე დარჩა. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დიპლომატიურ კარიერას:1958 წლის 18 ივნისს სოლომონ ბანდარანაიკეს მთავრობამ ელჩად დანიშნა ჩინეთის რესპუბლიკაში. 1961 წლის 7სექტემბერს გამოიწვიეს ჩინეთიდან და ელჩად დანიშნეს აშშ-ში. იქ იმუშავა 1962 წლამდე, რის შემდეგაც დანიშნულ იქნა ცეილონის გენერალ-გუბერნატორად. გუბერნატორის სავარძელი ეკავა 1972 წლამდე. 1972 წელს სირიმავო ბანდარანაიკეს ინიციატივით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც დამთავრდა დიდი ბრიტანეთის მმართველობა და გამოცხადდდა რესპუბლიკა. 1972 წლის 2 მარტს ქვეყანასაც შეუცვალეს სახელი და დაერქვა შრი-ლანკის რესპუბლიკა, უილიამ გოპალავამ კი დაიკავა რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძელი და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 1978 წლამდე.

უილიამ გოპალავა დაქორწინდა სილავათი რამბუკველა გოპალავაზე და შეეძინა 5 შვილი. მისი უფროსი ქალიშვილი ჩანდრიკა ცოლად გაჰყვა სირიმავო ბანდარანაიკეს ძმას მაკი რატვატეს. უფროსი ვაჟი ცნობილი ბიზნესმენია, ხოლო უმცროსი ვაჟი მონტი გოპალავა, რომელიც მოკლეს 2005 წელს, იყო შრი-ლანკის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
შრი-ლანკის პრეზიდენტი

19721978
შემდეგი:
ჯუნიუს ჯაიევარდენე
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
უილიამ გოპალავა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?