For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ტიმოთესუბნის მონასტერი.

ტიმოთესუბნის მონასტერი

ტიმოთესუბანი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი
თარიღდება XIII საუკუნე
დეტალები

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი. იგი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ტიმოთესუბანში[1]. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ.

გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხე იყო. გეოგრაფიულად იგი მოიცავდა ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 18 კმ-ის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.

ნანგრევები მონასტერთან

ნაგებია მოვარდისფრო „ქართული აგურით“. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები.

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი კომპლექსში

ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205-1215 წწ-ით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისოცენტრის მიერ (ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი), მათ ჩაუტარდათ გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრერობის პრიზზე / ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარადგინა, რის შედეგაც პროექტმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო - მედალ მოიპოვა.

ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, ერთნავიანი ბაზილიკა წმინდა ბარბარეს სახელობის, ხოლო ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენელია ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალე.

  • გორდეევი დ., ტიმოთეს უბანი, "საბჭოთა ხელოვნება", 1940, № 4
  • Привалова Е. Л., Роспись Тимотес-убани, Тб., 1980

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ტიმოთესუბნის მონასტერი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?