For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for საქართველოს შინაგანი ჯარები.

საქართველოს შინაგანი ჯარები

საქართველოს შინაგანი ჯარები

აქტიური 1991-2004
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რაოდენობა 5000–7000 ჯარისკაცი (1995 წლის ბოლოსათვის)
ალიანსი შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლები ქართულ-ოსური კონფლიქტი

აჭარის კრიზისი აფხაზეთის ომი
პანკისის ხეობის კრიზისი

საქართველოს შინაგანი ჯარები — ჟანდარმერიის მსგავსი გასამხედროებული დაჯგუფება საქართველოში 1991 წლიდან 2004 წლამდე. იგი ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს შინაგანი ჯარები შეიქმნა 1991 წლის 12 სექტემბერს, საბჭოთა კავშირისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ხუთი თვის შემდეგ. ის იყო საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების მემკვიდრე. მათ დაევალათ დახმარებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ზომების მიღებაში, ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და დივერსიასთან ბრძოლაში, ასევე დამოუკიდებლად ან სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სპეციალური ტვირთების დაცვაში; მონაწილეობა მიეღოთ ქვეყნის დაცვაში ომის დროს. შინაგანი ჯარები ძირითადად გაწვევის გზით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ ასევე ნაწილობრივ კონტრაქტის საფუძველზეც.[1]

საქართველოში შინაგანი ჯარები სხვადასხვა კონფლიქტსა და ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოსტსაბჭოთა არეულობების დროს, მათ შორის ცხინვალის რეგიონში (1991–1992, 2004), აფხაზეთში (1992–1993) და პანკისის ხეობაში (2001–2003). 1995 წლის ბოლოსათვის შინაგან ჯარებს ჰყავდა 5000-დან 7000-მდე ჯარისკაცი, რაც მას აქცევდა სიდიდით მესამე სამხედრო დაჯგუფებას საქართველოში, იმ დროს ქვეყანაში დისლოცირებული რუსული ჯარებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდეგ. შინაგანი ჯარები მოიცავდნენ საპატრულო ქვედანაყოფებს, ციხეების დაცვის სპეციალურ ქვედანაყოფს, 1-ელ ოპერატიულ მოტომსროლელ ბრიგადას თბილისში, მე-2 ოპერატიულ მოტომსროლელ ბრიგადას ქუთაისში, ბათუმის ცალკეულ ბატალიონს და ვერტმფრენის ქვედანაყოფს მინიმუმ 2 მი-8-ით. მათ ჰქონდათ მინიმუმ 10 მძიმე და მსუბუქი ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. 1997 წლის ოფიციალურმა ბიუჯეტმა შეადგინა 5312 ლარი; თანამდებობის პირების ხელფასები დაბალი იყო და კორუფციის შესახებ ცნობები ფართოდ იყო გავრცელებული.[2]

ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს სამხედრო და უშიშროების ძალებში რეფორმების ფარგლებში, 2004 წლის ნოემბერში გაუქმდა შინაგანი ჯარები და მთელი მისი საბრძოლო მასალა და ინფრასტრუქტურა გადაეცა თავდაცვის სამინისტროს. შინაგანი ჯარების პერსონალის დიდმა ნაწილმა ჩამოაყალიბა საქართველოს სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადა.[3][4][5]

  • ჯონდო ტაბატაძე, პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგანი ჯარების სამმართველოს უფროსი (1991 წ.)
  • ივანე ჭელიძე, პოლკოვნიკი, სარდალი (1991–1992 წწ.)
  • გელა ლანჩავა, გენერალ-მაიორი, სარდალი (1992–1993 წწ.)
  • ვლადიმერ ჩიქოვანი, გენერალ-მაიორი, სარდალი (1993–1994 წწ.)
  • გია თორაძე, გენერალ-მაიორი, სარდალი (1994–1995 წწ.)
  • პავლე ნორაკიძე, პოლკოვნიკი, მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი (1995–1996 წწ.)
  • გიორგი შერვაშიძე, გენერალ-ლეიტენანტი, სარდალი (1996–2003 წწ.)
  • გოგი თათუხაშვილი, გენერალ-ლეიტენანტი, სარდალი (2003–2004 წწ.)
  1. Belkin, Aaron (2005) Divide-and-Conquer Politics and the Logic of International Hostility. SUNY Press, გვ. 106. ISBN 0791483789. 
  2. Belkin, Aaron (2005) Divide-and-Conquer Politics and the Logic of International Hostility. SUNY Press, გვ. 106. ISBN 0791483789. 
  3. Liklikadze, Koba (1 November 2004). „შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროში გადასვლას „ვარდი 2004“-ით აღნიშნავს [Internal Troops mark transfer to Defense Ministry with Rose-2004 drills]“ (Georgian). RFE/RL. ციტირების თარიღი: 15 August 2016.
  4. „Interior Troops Abolished, Units Merged with the Defense Ministry“. Civil Georgia. 15 September 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 August 2016.
  5. „Reports: National Guard Commander Resigns“. Civil Georgia. 27 January 2006. ციტირების თარიღი: 15 August 2016.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
საქართველოს შინაგანი ჯარები
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?