For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for სატურნი.

სატურნი

სატურნი

ორბიტალური მახასიათებლები
აფელიუმი 1 513 325 783 კმ
10,116 ა. ე.
პერიჰელიუმი 1 353 572 956 კმ
9,048 ა. ე.
დიდი ნახევარღერძი (a) 1 433 449 370 კმ
9,582 ა. ე.
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,055 723 219
გარშემოვლის სიდერული პერიოდი 10 759,22 დღე (29,46 წელი)[1]
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 378,09 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 9,69 კმ/წმ
დახრილობა (i) 2,485 240°
5,51° (მზის ეკვატორის მიმართ)
ამომავალი კვანძის
გრძედი ()
113,642 811°
პერიცენტრის არგუმენტი () 336,013 862°
თანამგზავრები 146
ფიზიკური მახასიათებლები
შეზნექვა 0,097 96 ± 0,000 18
ეკვატორული რადიუსი 60 268 ± 4 კმ [2]
პოლარული რადიუსი 54 364 ± 10 კმ [2]
ზედაპირის ფართობი (S) 4,27×1010 კმ²[3]
მოცულობა (V) 8,2713×1014 კმ³ [4]
მასა (m) 5,6846×1026 კგ[4]
საშუალო სიმკვრივე () 0,687 გრ/სმ³[2][4]
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 10,44 მ/წმ²[4]
მეორე კოსმოსური სიჩქარე () 35,5 კმ/წმ[4]
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 9,87 კმ/წმ
ბრუნვის პერიოდი (T) 10 სთ 34 წთ 13 წმ ± 2с[5]
ღერძის დახრილობა 26,73°[4]
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 83,537°
ალბედო 0,342 (ბონდი)
0,47 (გეომ. ალბედო)[4]
ხილული ვარსკვლავური სიდიდე +1.47-დან - −0.24-მდე [6]
ტემპერატურა
 
მინ. საშ. მაქს.
დონე 1 ბარი
134 ºK
0,1 ბარი
84 ºK
ატმოსფერო
შემადგენლობა:

~96 % წყალბადი

~3 % ჰელიუმი
~0,4 % მეთანი
~0,01 % ამიაკი
~0,01 % წყალბადის დეიტერიუმი

0,000 7 % ეთანი

სატურნი (სიმბოლო: ♄; ძვ. ქართული სახელწოდებებია: კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. ითვლება რომ სატურნის რგოლები, პირველად გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა, საკუთარი ტელესკოპით გაკეთებული ასტრონომიული დაკვირვებებისას (1610 წელს). თუმცა ტელესკოპის არასრულყოფილებისა და მცირე გადიდების გამო, გალილეომ ვერ ამოიცნო უშუალოდ რგოლები, მან რაღაც „უცნაური“ წარმონაქმნები დალანდა, რომლებიც ტოსკანის ჰერცოგისთვის 1610 წელს მიწერილ წერილში, „სატურნის ყურებად“ მოიხსენია.

სატურნის პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. სურათებზე, სატურნის რამდენიმე თანამგზავრიც აღმოაჩინეს. ნასას 2023 წლის მონაცემებით სატურნს 146 თანამგზავრი ჰყავს,[8] მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.

სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).

სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგილზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.

  1. Courtney Seligman. Rotation Period and Day Length. cseligman.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-07-31.
  2. 2.0 2.1 2.2 Yeomans, Donald K.. (2006-07-13) HORIZONS System. NASA JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-25. ციტირების თარიღი: 2007-08-08.—გადადით "web interface"-ზე, აირჩიეთ "Ephemeris Type: ELEMENTS", "Target Body: Saturn Barycenter" და "Center: Sun".
  3. NASA: Solar System Exploration: Planets: Saturn: Facts & Figures. Solarsystem.nasa.gov (2011-03-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2011-08-08.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Williams, Dr. David R.. (September 7, 2006) Saturn Fact Sheet. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2007-07-31.
  5. ასტრონომებმა სატურნზე დღე-ღამის ხანგრძლივობა დაამოკლეს. Lenta.ru (30 ივლისი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-08-14.
  6. Schmude, Richard W Junior. (2001)Wideband photoelectric magnitude measurements of Saturn in 2000. Georgia Journal of Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-16. ციტირების თარიღი: 2007-10-14.
  7. ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება / ვ. ნოზაძე. — სანტიაგო-დე-ჩილე: ავთანდილ მერაბაშვილი, 1957. — 262 გვ.
  8. MPEC 2023-J49 : S/2006 S 12. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (7 მაისი, 2023). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2023.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
სატურნი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?