For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for საპროტესტო გამოსვლები თბილისში (1956).

საპროტესტო გამოსვლები თბილისში (1956)

მემორიალური დაფა 1956 წლის გამოსვლების დროს დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად, რუსთაველის გამზირი

1956 წლის საპროტესტო გამოსვლები თბილისში — ანტირევიზიონისტული საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. აქციები მიმდინარეობდა 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, საბჭოთა ჯარების მიერ დემონსტრანტების დარბევამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაიღუპა 15 ადამიანი და დაიჭრა 54, თუმცა სხვა წყაროების მიხედვით მსხვერპლი ბევრად უფრო დიდი იყო.

1956 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დახურულ სხდომაზე ნიკიტა ხრუშჩოვი გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც დაგმო იოსებ სტალინის კულტი. ხრუშჩოვის გამოსვლამ საბჭოთა კავშირის არაერთი მოქალაქის შეშფოთება გამოიწვია. 4 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისსა და სხვა ქალაქებში. ქართველი სტუდენტები თბილისის ქუჩებში სტალინისა და ლენინის პორტრეტებით გამოდიოდნენ. 7 მარტს მომიტინგეები სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე შეიკრიბნენ. მოვლენების მონაწილის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, თავი მოიყარა 70-80 ათასამდე ადამიანმა, რასაც სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ. 9 მარტს, დილით, მიტინგზე გამოჩნდა ვასილ მჟავანაძე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”. მის მოწოდებას არავინ დაუჯერა. ნურბეი გულიას მოგონებით, მომიტინგეებში გაჩნდა სურვილი, დაბადების დღის მისალოცი დეპეშა გაეგზავნათ ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მიტინგზე შეკრებილები ითხოვდნენ, ნიკიტა ხრუშჩოვი თანამდებობიდან გადამდგარიყო და მის მაგივრად საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას მოლოტოვი გაძღოლოდა. შეკრებილებს ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ხალხი შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს სროლა. გამოჩნდნენ ტანკებიც. მათ ხალხი გაიყვანეს ლენინის მოედნისკენ, სადაც ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ხტებოდა.

უცნობია, თუ ვისი ინიციატივით გაიცა მშვიდობიანი მომიტინგეების იარაღით დარბევის ბრძანება. არაოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლისას დაიღუპა 100-დან 1000-მდე ადამიანი.

ზოგიერთი მონაცემებით, ხრუშჩოვის ანტისტალინურმა გამოსვლამ მიიღო ანტიქართული ხასიათი. პრესაში ხაზი ესმეოდა სტალინის ქართულ წარმოშობას, რითაც აიხსნებოდა რეპრესიები და სხვა ბრუტალური მეთოდები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა. არსებობს მოსაზრება, რომ საპროტესტო აქციები ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებით იყო შთაგონებული, თუმცა არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე ნაციონალისტური განწყობის გამომხატველი მოწოდებები.

  • გულია ნ., ქართული ამარკორდი, № 52, 1999.
  • ლურიე ლ., 1956 გოდ. სერედინა ვეკა, გ. 134, 2007;
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
საპროტესტო გამოსვლები თბილისში (1956)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?