For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
ინგლ. Royal Geographical Society
აბრევიატურა RGS-IBG
შეიქმნა 1830 წელი
ტიპი სამეცნიერო საზოგადოება
შტაბ-ბინა კენსინგტონი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
წევრები 16,000
პრეზიდენტი ნაიჯელ კლიფორდი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
კავშირები British and Irish Committee on Map Information and Cataloguing Systems[1] , Society Publishers' Coalition[2] და სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოების გამომცემელთა ასოციაცია[3]
http://www.rgs.org

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება (ინგლ. Royal Geographical Society; RGS) — გეოგრაფიული სამეცნიერო საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად ეწოდებოდა „ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება“. დააარსეს ჯონ ბაროუმ, ჯონ ფრანკლინმა და ფრენსის ბოფორტმა 1830 წელს. საზოგადოება შეიქმნა მეფე უილიამ IV-ის მფარველობით. ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაში თავიდანვე შევიდა აფრიკის ასოციაცია, როლის კლუბი და პალესტინის ასოციაცია. საზოგადოებამ არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ მოგზაურის საქმიანობას შეუწყო ხელი, მათ შორის იყვნენ ჩარლზ დარვინი, დეივიდ ლივინგსტონი, ჰენრი მორგან სტენლი, რობერტ ფალკონ სკოტი, ერნესტ ჰენრი შეკლტონი, ედმუნდ ჰილარი და სხვა. 1859 წელს საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიისაგან მიიღო პრივილეგიები. საზოგადოების ძირითადი მიზანია „გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება“, თუმცა საზოგადოების თავდაპირველი ისტორია მჭიროდ იყო დაკავშირებული აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლარულ მხარეებში და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ კოლონიურ აღმოჩენებთან.

XIX საუკუნის შუა წლებიდან 1916 წლამდე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფინანსებული ექსპედიციები შუქდებოდა წამყვანი გაზეთების ფურცლებზე. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიის შესწავლის საქმეს.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ამჟამად ევროპის უმსხვილესი გეოგრაფიული და სამეცნიერო საზოგადოებაა. მოქმედებს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. შეიცავს დაახლოებით 30-მდე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, სამასწავლებლო და საველე საკონსულტაციო ჯგუფებს. აქვს 9 რეგიონული განყოფილება დიდ ბრიტანეთში და 2 საზღვარგარეთ — ჰონგკონგსა და სინგაპურში.

გამოსცემს ჟურნალს — „The Geographical Journal“. 2009-2012 წლებში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მწერალი მაიკლ პეილინი.

საზოგადოების კვლევით ჯგუფებში გაწევრიანებულები არიან აქტიური მკვლევრები და პროფესიონალი გეოგრაფები.

კვლევითი ჯგუფები
ბიოგეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი გეომორფოლოგიის ბრიტანეთის საზოგადოება
გლობალური დათბობის კვლევითი ჯგუფი საკონტრაქტო კვლევითი და სასწავლო ფორუმი
განვითარებადი ადგილების კვლევითი ჯგუფი ეკონომიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
გეოინფორმაციული სისტემის კვლევითი ჯგუფი სამედიცინო გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ტურიზმისა და რეკრეაციული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი უმაღლესი განათლების კვლევითი ჯგუფი
ისტორიული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი გეოგრაფიის ისტორიისა და ფილოსოფიის კვლევითი ჯგუფი
სამთო კვლევითი ჯგუფი მონაწილეობითი გეოგრაფიის სამუშაო კვლევითი ჯგუფი
დაგეგმარებისა და ბუნებრივი გარემოს კვლევითი ჯგუფი პოლიტიკური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
მოსახლეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი საასპირანტო ფორუმი
პოსტ-სოციალისტური გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი რაოდენობრივი მეთოდების კვლევითი ჯგუფი
სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი სოციალური და კულტურული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
სივრცის, სექსუალობისა და ქვიარის კვლევითი ჯგუფი ტრანსპორტის გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი
ურბანული გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი ქალთა და გეოგრაფიის კვლევითი ჯგუფი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.cartography.org.uk/bricmics
  2. https://web.archive.org/web/20240223114948/https://www.socpc.org/
  3. https://www.alpsp.org/membership-directory
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?