For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for სალვადორი (ბრაზილია).

სალვადორი (ბრაზილია)

ქალაქი
სალვადორი
Salvador de Bahia

სალვადორის ხედი
დროშა გერბი


Sic illa ad arcam reversa est
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
შტატი [[ ბაია]]
კოორდინატები 12°58′29″ ს. გ. 38°28′36″ დ. გ. / 12.97472° ს. გ. 38.47667° დ. გ. / -12.97472; -38.47667
მერი ჟუან ენრიკე კარნეირუ
დაარსდა 1549
ფართობი 706 კმ²
ცენტრის სიმაღლე 8
მოსახლეობა 2,998,096 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,176.6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
სატელეფონო კოდი 71
საფოსტო ინდექსი 40000-000
ოფიციალური საიტი salvador.ba.gov.br
სალვადორი (ბრაზილია) — ბრაზილია
სალვადორი (ბრაზილია)

სალვადორი (პორტ. Salvador de Bahia, ისტორიული სახელწოდებაა São Salvador da Baía de Todos os Santos - ყველაწმინდის კონცხის წმინდა მაცხოვარი) — ბაიის შტატის დედაქალაქი, მოსახლეობის მხრივ სიდიდით მეოთხე ქალაქი ბრაზილიაში. მდებარეობს ქვეყნის უღარიბეს, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ქალაქის ისტორიული ცენტრი (ცნობილი, როგორც პელოურინიო, შემოკლებით - პელო, (პორტ. Pelourinho, Pelo)) თავისი კოლონიური ხანის არქიტექტურით, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

სალვადორი ამერიკის კონტინენტებზე ევროპელთა მიერ დაარსებული ერთ-ერთი პირველი ქალაქია. მას საფუძველი ჩაუყარეს პორტუგალიელმა კოლონისტებმა, ბრაზილიის პირველი გენერალ-გუბერნატორის, ტომე დე სოუსას წინამძღოლობით და, მოხერხებული მდებარეობის გამო, თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც კოლონიის ცენტრი. თავდაპირველად 1549 წელს, აშენდა ყველაწმინდის კონცხის წმინდა მაცხოვრის ციხესიმაგრე, რომლის გარშემოც შემდგომში გაიშალა ქალაქი[1]. 1551 წელს პაპ იულიუს III-ის ბრძანებით, ქალაქში დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა (დღემდე მოქმედია), რომელიც იეზუიტთა ხელში იყო[2]. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ქალაქში პირველ, ღვთისმშობლის ტაძარს (იდგა 1912 წლამდე, შემდგომ ახალი ააშენეს) [3]. კოლონიის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა ქალაქის ის სახე, რომელიც დღემდეა შენარჩუნებული: ოკეანის პირას მდებარე ქვემო ქალაქი, რომელიც მოიცავდა ნავსადგურსა და ბაზარს და დაახლოებით 85 მეტრით ზემოთ მდებარე ზეგანზე - ე.წ. ზემო ქალაქი, სადაც მდებარეობდა სამოქალაქო და რელიგიური ადმინისტრაცია და საცხოვრებელი უბნები[4]. შაქრის ლერწმის წარმოების განვითარებამ სალვადორი აფრიკიდან შემოყვანილი მონებით ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. 1624 წელს ქალაქი ჰოლანდიელთა მიერ მართულ ვესტ-ინდოეთის კომპანიის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ 1625 წელს პორტუგალიელებმა, ესპანელების დახმარებით, მოახერხეს ქალაქის დაბრუნება და შემდგომშიც შეინარჩუნეს, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელებმა კიდევ სცადეს სალვადორის ხელში ჩაგდება, 1638 წელს

ქალაქის ისტორიული ცენტრი.

კოლონიის დედაქალაქად სალვადორი 1763 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც დედაქალაქი რიო-დე-ჟანეიროში გადაიტანეს. ამის შემდეგ, სალვადორი კვლავ ინარჩუნებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის ცენტრის ფუნქციას (ე.წ. „Recôncavo baiano“), მაგრამ ადმინისტრაციული მმართველობის ქალაქიდან გადატანამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქალაქის განვითარება და მოდერნიზაცია და გამოიწვია მისი დაკნინება. ბრაზილიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანაში სალვადორის არისტოკრატია ერთხანს პორტუგალიის მეფის ერთგული რჩებოდა და პორტუგალიის ჯარების დასაყრდენს წარმოადგენდა, თუმცა, წინააღმდეგობას ბოლო მოეღო 1823 წლის 2 ივლისს, როცა, კაშუეირელმა აჯანყებულებმა ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი. ეს დღე ბაიის დამოუკიდებლობის დღედ ითვლება[5]. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქში ნელა, მაგრამ, მაინც დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, განვითარდა ტრანსპორტი, აშენდა რკინიგზა. 1869-1873 წლებში საქალაქო ტრანსპორტის სააქციო საზოგადოების დამაარსებლის ანტონიო ფრანსისკო დე ლასერდას თაოსნობით, მისმა ძმამ-ინჟინერმა აუგუსტო ფედერიკო დე ლასერდამ ააგო პირველი სამგზავრო ლიფტი, რომლითაც ზემო და ქვემო ქალაქები დაუკავშირდა ერთმანეთს.

მდიდარი ისტორიისა და ძველი არქიტექტურის გამო, სალვადორი დღემდე ითვლება ბრაზილიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრად.

სალვადორი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, მცირე ნახევარკუნძულზე, რომელიც ქმნის ხელსაყრელ ნავმისადგომს. კლიმატი ეკვატორული ტიპისაა და ხასიათდება ჰაერის მაღალი საშუალოწლიური ტემპერატურით და მაღალი ნალექიანობით.

სალვადორის ისტორიული ცენტრი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, vi
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 309
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

2019 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2,871,560 მლნ.-მდეა. მოსახლეობის 53.3% ქალია, 46.7% - მამაკაცი და მათი 70.1% 15-59 წლისაა. 3.9% წერა-კითხვის უცოდინარია [6].

კამპუ-გრანდის მოედანი.

სალვადორში მაღალია აფრიკული წარმოშობის მოსახლეობის წილი. 2010 წლის აღწერით, მოსახლეობის 51.7% პარდუ (სხვადასხვა რასების ნარევი), 27.8% აფრიკული, 18.9% ევროპული, 1.3% აზიური და 0.3% ადგილობრივი აბორიგენული წარმოშობის ხალხია [7]. აფრიკული წარმოშობის მოსახლეობა დღევანდელი ბენინის, კონგოს, ანგოლის, ეთიოპიის, ნიგერიის, სენეგალის და მოზამბიკის ტერიტორიებიდან შემოყვანილი მონების შთამომავლები არიან [8]. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ნაწილი-ათეისტი, ან ტრადიციული რწმენის მიმდევარი.

რელიგია სიხშირე რაოდენობა
კათოლიციზმი 51.55% 1,379,252
პროტესტანტიზმი 19.59% 524,286
ათეიზმი 17.64% 471,928
სპირიტიზმი 3.23% 86,484
უმბანდა და კანდომბლე 1.05% 28,019
იუდაიზმი 0.04% 1,010

აფრიკული წარმოშობის მოსახლეობის (განსაკუთრებით, ე.წ. იორუბას ხალხების [9]) კულტურამ, რელიგიამ, ტრადიციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სალვადორის ეთნოკულტურულ პროფილზე. აფრიკული ტრადიციული რწმენის შერწყმამ ქრისტიანულ-კათოლიკურთან, წარმოშვა სინკრეტული რელიგიები უმბანდა და კანდომბლე.

ქალაქის ეკონომიკის უმთავრეს მამოძრავებელ წყაროს წარმოადგენს ტურიზმი და მისგან მიღებული შემოსავალი. ქალაქის მეტროპოლიტანურ რეგიონში მდებარეობს ფორდის საამწყობო ქარხანა. ფუნქციონირებს ნავსადგური. მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.[10].

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქთან დაკავშირებულია რამდენიმე გამოჩენილი ბრაზილიელი მოღვაწის სახელი.

  • ანტონიო დე კასტრუ ალვისი (1847-1871) — რომანტიკოსი პოეტი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე.
  • ჟორჟი ამადუ (1912-2001) — მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. სალვადორსა და მის საზოგადოებას, რელიგიას, ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და სამზარეულოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მწერლის შემოქმედებაში. რომანების „ქვიშის კაპიტნები“, „ჟუბიაბა“, „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“, „სასწაულების ფარდული“ მოქმედება სალვადორში ხდება.
  • რუი ბარბოზა (1849-1923) — მწერალი, იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე.
  • ჟილბერტუ ჟილი (1942-) — მუსიკოსი, 2003-2008 წლებში ბრაზილიის კულტურის მინისტრი.
  • ადრიანა ლიმა (1981-) — სუპერმოდელი.
  • დანტე ბონფინ კოსტა სანტოსი (1983-) — ფეხბურთელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 309
ინგლ.რუს.ფრ.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
სალვადორი (ბრაზილია)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?